"ბარსა" "სოსიედადთან" 2016 წლის შემდეგ დაუმარცხებელია
- 13-01-2021, 21:38
-
DaviD_ViLLa_7
- 19

"ბარსელონას" დღევანდელ მეტოქესთან, "სოსიედადთან", ბოლო წლებში შესანიშნავი სტატისტიკა აქვს.
სპორტული სტატისტიკის მწარმოებელი კომპანია Opta-ს ინფორმაციით, "ბლაუგრანა" ყველა ჩემპიონატის ფარგლებში "სოსიედადთან" გამართულ ბოლო 11 მატჩში დაუმარცხებელია. კატალონიელთა აქტივში 9 მოგება და მხოლოდ 2 ფრეა. "ბარსამ" სან სებასტიანელებთან ბოლოს 2016 წლის 9 აპრილს სტუმრად წააგო (0-1), იმ დროს, როდესაც გუნდს ჯერ კიდევ ლუის ენრიკე წვრთნიდა.
"ბარსელონასა" და "სოსიედადის" ესპანეთის სუპერ თასის 1/2-ფინალური შეხვედრა სტარტს თბილისის დროით 23 საათსა და 55 წუთზე აიღებს.
იხილეთ დეტალური ინფორმაცია თამაშთან დაკავშირებით მატჩისწინა მიმოხილვაში.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]