ანდერ ბარენეჩეა: აბსურდია იმის თქმა, რომ მესის დრო დასრულდა
- 13-01-2021, 20:13
-
ჯერემი რენერი
- 18

"რეალ სოსიედადის" შემტევმა, ანდერ ბარენეჩეამ, ესპანეთის სუპერ თასზე "ბარსელონასთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
"მე ყოველთვის ვუყურებდი მესის ტელევიზორში, ახლა კი შესაძლებლობა მაქვს მასთან ერთად სუპერ თასზეც ვითამაშო. ჩვენ აქ თამაშის უფლება დიდი შრომის შემდეგ მოვიპოვეთ და ვეცდებით ამ მატჩით სიამოვნება მივიღოთ. რა თქმა უნდა, ყოველთვის გამარჯვება გვსურს, მაგრამ ჩვენ შესანიშნავ მეტოქესთან თამაში გველის.
აბსურდულია იმის თქმა, რომ ლიონელ მესის დრო დასრულდა. ის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია და შეუძლია მატჩის ბედი ნებისმიერ მომენტში გადაწყვიტოს. ვიმედოვნოთ, მსგავსი რამ ამ შეხვედრაში არ მოხდება. ყველაფერს მოვიმოქმედებთ, რათა საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ და ფინალში გავიდეთ.",
- ფორვარდის სიტყვებს Marca ციტირებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]