ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 13 იანვარი
წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში. ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 13 იანვარს მოხდა.
თამაშები
13 იანვარს "ბარსელონამ" 21 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 11 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 6 წააგეს.
1934 წელი
"სარიაზე“ გამართულ ლა ლიგის შეხვედრაში “ბარსელონა“ "ესპანიოლთან“ ანგარიშით 1-3 დამარცხდა. სტუმართაგან გოლი ვენტოლრამ გაიტანა.
1946 წელი
"ბარსელონამ" "ესპანიოლი" 1-0 დაამარცხა. მარიანო მარტინის მიერ გატანილი ერთადერთი გოლი "ბარსასთვის" ლა ლიგაში მე-700 გამოდგა.
1947 წელი
დაიბადა "ბარსელონას“ ლეგენდა კარლეს რეშაკი. 1967-1981 წლებში მან ლა ლიგაში 328 თამაში ჩაატარა და 81 გოლი გაიტანა. ის გუნდს 1991, ასევე 2001-2002 წლებში წვრთნიდა. "ბარსელონაში“ თამაშის დროს რეშაკმა ლა ლიგა, ესპანეთის თასი (4), თასების მფლობელთა თასი და 2-ჯერ ბაზრობათა თასი (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) მოიგო. 1971 წლის ის პიჩიჩის ჯილდოს მფლობელი გახდა.
სწორედ კარლეს რეშაკმა გააფორმა მესის მამასთან ხელსახოცზე კონტრაქტი 2000 წელს.
1952 წელი
"ბარსელონამ“ "ატლეტიკო“ ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში 5-2 დაამარცხა. გოლები ვილამ (2), მანჩონმა, გონსალომ და ბასორამ გაიტანეს.
1990 წელი
დაიბადა "ბარსელონას“ ქალთა გუნდის ყოფილი ფრანგი ნახევარმცველი კეირა ამრაუი.
1992 წელი
"ბარსელონას“ ფორმის სპონსორი იტალიური Kappa გახდა.
1997 წელი
წინა დღეს "რეალ მადრიდის“ მიერ ქულების დაკარგვით "ბარსელონას“ ლა ლიგაში გალიდერების შანსი ჰქონდა, მაგრამ კატალონიელები საკუთარ კედლებში ანგარიშით 2-3 დამარცხდნენ "ერკულესთან“, რომელიც საბოლოოდ ლა ლიგიდან გავარდა, "ბარსელონა“ კი ჩემპიონ "რეალს“ 2 ქულით ჩამორჩა.
2013 წელი
"მალაგასთან“ 3-1 მოგებით "ბარსელონამ“ ლა ლიგის ისტორიაში პირველი წრის საუკეთესო შედეგი აჩვენა - 18 მოგება და 1 ფრე.
2016 წელი
მუნირის დუბლით "ბარსელონამ“ "ესპანიოლი“ თასზე ანგარიშით 2-0 დაამარცხა.
2019 წელი
"ეიბართან“ საკუთარ კედლებში 3-0 მოგებულ შეხვედრაში ლიონელ მესიმ "ბარსელონას“ ლა ლიგაში მაისურით თავისი მე-400 გოლი გაიტანა
2020 წელი
"ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერნესტო ვალვერდე კიკე სეტიენმა ჩაანაცვლა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]