სოსიედადი-ბარსელონა - მატჩისწინა მიმოხილვა

სოსიედადი-ბარსელონა - მატჩისწინა მიმოხილვა

დღეს ესპანეთის სუპერ თასის რიგით 37-ე გათამაშება იღებს სტარტს. პირველ ნახევარფინალურ წყვილში ერთმანეთს "ბარსელონა" და "სოსიედადი" დაუპირისპირდებიან. შეხვედრა ნეიტრალურ სტადიონზე, კორდობაში, "ნუევო არკანხელზე" გაიმართება.

ეს ტურნირი ოთხგუნდიანი ფორმატით მეორედ იმართება. პირველმა "ბარსელონასთვის" ჯერჯერობით გამოუსწორებელი შედეგები მოიტანა. სწორედ ერთი წლის წინ სუპერ თასის 1/2-ფინალში "ატლეტიკოსთან" მარცხის გამო გაათავისუფლა კლუბმა ერნესტო ვალვერდე, რასაც გუნდში სერიოზული პრობლემები და შედეგების კიდევ უფრო გაუარესება მოჰყვა. "ბლაუგრანაში" პროგრესის ნიშნები მხოლოდ ბოლო დღეებში შეინიშნება, გასული ერთი წლი კი რეგრესით გამოირჩეოდა.

ამ ტურნირს ესპანეთის სუპერ თასი 1982 წელს დაერქვა და პირველივე გათამაშება "ბარსას" დღევანდელმა მეტოქემ, "სოსიედადმა" მოიგო. სან სებასტიანელებმა "რეალი" 2 მატჩის ჯამში 4-1 დაამარცხეს. მას შემდეგ "სოსიედადს" სუპერ თასზე აღარ უთამაშია. "ბარსელონამ" კი 2009 წლის შემდეგ ესპანეთის სუპერ თასის ყველა გათმაშებაში მიიღო მონაწილეობა 2014 წლის გარდა. ამ ტურნირის კლასიკური ფორმატის შემთხვევაში "ბლაუგრანას" თამაში არც წელს უწევდა, მაგრამ ახალი ფორმატით სუპერ თასზე ლა ლიგის მეორეადგილოსანიც თამაშობს.

"ბარსელონას" ესპანეთის სუპერ თასზე 24-ჯერ უთამაშია და 13-ჯერ მოუგია. ორივე ეს მაჩვენებელი სარეკორდოა. მეორე ადგილზე რეალია - 16 მონაწილეობიდან 11 მოგება.

სათამაშო ფორმა

ასე იმედიანად მიმდინარე სეზონში ალბათ პირველად ვართ. "ბარსამ" ზედიზედ 3 თამაში მოიგო, სამივე გასვლაზე და რაც უფრო მნიშვნელოვანია, თამაშის ხარისხი უმჯობესდება, მესის კი შემართება და მოტივაცია ეტყობა. როგორც ჩანს, კუმანის გუნდის ათამაშებას მესის შემართება აკლდა და იმედი გვაქვს, ამ მხრივ პრობლემა აღარ შეიქმნება.

"ბარსელონა" დღევანდელ თამაშს 8 მატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდება. კატალონიელებმა ამ 8 დაპირისპირებდან 6 მოიგეს, ბოლო ორში კი თამაშიც იმედისმომცემი აჩვენეს.

"სოსიედადს" საქმე პირიქითაა - სან სებასტიანელებმა კარგად დაიწყეს და ბოლოს აურიეს, თან ძალიან. უკანასკნელ 12 შეხვედრიდან ალგუასილის გუნდმა მხოლოდ 1 მოიგო, ბოლო ექვსიდან კი 4 წააგო, მათ შორის ერთი "ბარსელონასთან". სწორედ "სოსიედადთან" 16 დეკემბერს გამართული დაპირისპირება შეგვიძლია მივიჩნიოთ "ბარსასთვის" გარდამტეხად. იმ მატჩის პირველი ტაიმი მართლაც გამორჩეული იყო და ასე შემართული მესიც მიმდინარე სეზონში პირველად ვნახეთ.

ბოლოდროინდელი ფორმის გათვალისწინებით "ბარსა" გამოკვეთილი ფავორიტია.

დანაკლისი

დიდი ხნის წინ გამოკლებულ ჟერარ პიკეს, სერჟი რობერტოსა და ანსუ ფატის ცოტა ხნის წინ ფილიპე კოუტინიოც შეუერთდა. "ბარსა" სწორედ ამ ოთხეულს მოისაკლისებს.

წინა შეხვედრა მცირე დაზიანების გამო გამოტოვა რონალდ არაუხომაც, მაგრამ ახალგაზრდა ურუგვაელი უკვე გამოჯანმრთელდა.

"გრანადასთან" შეცვლის გამო გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრავმა აქვს მესისაც, მაგრამ ეს ინფორმაცია სიმართლე არ გამოდგა და დღეს ლეოს სასტარტო შემადგენლობაში ველით.

"ბარსელონას" განაცხადი ესპანეთის სუპერ თასისთვის.

"სოსიედადის" დანაკლისზე საუბარი ძნელია. იმანოლ ალგუასილმა განაცხადში 29 ფეხბურთელი შეიყვანა. მათ შორისაა ყველა ის მოთამაშე, რომლების დღეს მოედანზე ხილვაც კითხვის ნიშნის ქვეშაა - ლუკა სანგალი, არიც ელუსტონდო, მიგელ ანხელ მოია, დავიდ სილვა, ალექს სოლა, ხოსება სალდუა.

ურთიერთშეხვედრები

ურთიერთშეხვედრებში "ბარსას" დიდი უპირატესობა აქვს. სულ ჩატარებული 182 თამაშიდან 106 "ბარსელონამ" მოიგო, 40 ფრედ დასრულდა, ხოლო 36-ჯერ "სოსიედადმა" იმარჯვა.  ბურთების შეფარდება - 373-184.

ნეიტრაულ სტადიონზე გუნდებს სულ 5-ჯერ უთამაშიათ. პირველად ეს 1928 წელს, ესპანეთის თასის ფინალში მოხდა. ძირითადი და დამატებითი ტაიმები 1-1 დასრულდა. დაინიშნა გადათამაშება, რომელიც 2 დღის შემდეგ ჩატარდა. ამჯერადაც ძირითადი და დამატებითი ტაიმები 1-1 დასრულდა. დაინიშნა კიდევ ერთი გადათამაშება, რომელშიც "ბარსამ" 3-1 იმარჯვა. კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა "სოსიედადთან" ნეიტრალურ არენაზე ჩატარებული დანარჩენი 2 თამაშიც.

არბიტრი

მთავარი არბიტრი ხოსე ლუის მუნუერა მონტერო იქნება.

ამ არბიტრის მიერ განსჯილ შეხვედრებში ყველაზე კარგი შედეგი "ბარსელონას" აქვს დაფიქსირებული - თამაშების 85%-ში მოგება. ისტორიაში "ბარსას" ასეთი პროცენტული მაჩვენებელი არცერთ სხვა მსაჯთან არ აქვს. 13 შეხვედრიდან "ბლაუგრანამ" 11 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 1 დათმო.

ამ 13 თამაშში "ბარსელონას" ფეხბურთელმა ერთი წითელი ბარათი მიიღო. ეს "ესპანიოლთან" დაპირისპირებაში მოხდა, როდესაც მონტერომ ანსუ ფატი გააძევა. იმავე შეხვედრაში მან წითელი ბარათი პოლ ლოსანოსაც უჩვენა. მუნუერას "ბარსას" შეხვედრაში სხვა ფეხბურთელი მოედნიდან არ გაუძევებია. რაც შეეხება თერთეტმეტრიანებს - 3-0 "ბლაუგრანას" სასარგებლოდ.

"რეალ სოსიედადის" შეხვედრაში მონტეროს 15-ჯერ უმსაჯია. სან სებასტიანელბმა 8 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს. "სოსიედადის" ფეხბურთელი მონტეროს მოედნიდან არასდროს გაუძევებია, მეტოქე გუნდის ფეხბურთელს კი წითელი 4-ჯერ უჩვენა. პენალტები - 3-2, "სოსიედადის" სასარგებლოდ.

ვიდეორეფერი ხოსე ლუის გონსალეს გონსალესი იქნება. მისი მონაწილეობით ჩატარებულ 30 შეხვედრაში "ბარსას" 21 მოგება (70%), 7 ფრე და 2 წაგება აქვს. გონსალესს "ბარსელონას" მოთამაშისთვის წითელი ბარათი არ უჩვენებია, მეტოქეს კი 4-ჯერ აჩვენა. მან "ბლაუგრანას" სასარგებლოდ 6 თერთმეტმეტრიანი დანიშნა, მეტოქის სასარგებლოდ კი - 4.

სოსიედადს გონსალეს გონსალესთან ასეთი სტატისტიკა აქვს - 27 თამაში, 9 მოგება, 7 ფრე, 11 წაგება, წითელი ბარათები - 5-2, პენალტები - 1-2.

"სოსიედადისა" და "ბარსელონას" დაპირისპირება ზეგ, 13 იანვარს, თბილისის დროით 23 საათზსა და 55 წუთზე გაიმართება.

გამორჩეული ფეხბურთელი

სხვა ბევრი მაჩვენებლის გარდა, ლიონელ მესი ესპანეთის სუპერ თასის ისტორიაშიც საუკეთესო ფეხბურთელია. სულ ჩატარებულ 19 შეხვედრაში ლეომ 14 გოლი გაიტანა, რაც რეკორდია. მე-2 ადგილზე მყოფი რაულის აქტივში მხოლოდ 7 ბურთია. ეს 14 გოლი მესიმ 8 სხვადასხვა გათამაშებაში გაიტანა, რაც ასევე რეკორდია.

მესის კარგი მაჩვენებელი აქვს "სოსიედადის" წინააღმდეგაც - 26 თამაშში 17 მოგება, 4 ფრე, 5 მარცხი, 16 გატანილი გოლი, 9 საგოლე გადაცემა.

საინტერესო ფაქტები

  • "ბარსელონას" 8 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
  • "სოსიედადმა" ბოლო 12 თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგო;
  • "სოსიედადი" ესპანეთის სუპერ თასზე 1982 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს;
  • "ბარსელონა" ესპანეთის სუპერ თასის ისტორიაში საუკეთესო გუნდია.

მწვრთნელების კომენტარები

რონალდ კუმანი

საკმაოდ საინტერესო მატჩი იქნება, ვინაიდან, ერთმანეთს ორი კარგი გუნდი დაუპირისპირდება.

ჩამოგვიყალიბდა მენტალიტეტი, რომ ტიტულისათვის ბრძოლაში ბოლომდე დავიხარჯოთ. ბოლო პერიოდში აღებული რიტმის გაგრძელება გვსურს.

კუმანის კომენტარი სრულად.

სავარაუდო შემადგენლობები

WhoScored

სოსიედადი (4-3-3): რემირო, გოროსაბელი, სუბელდია, ნორმანდი, მონრეალი, მერინო, გევარა, გურიდი, პორტუ, ვილიან ჟოზე, ოიარსაბალი.

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, მესი, გრიზმანი, დემბელე.

Sportsmole

სოსიედადი: რემირო, გოროსაბელი, ნორმანდი, სუბელდია, მონრეალი, ილიარამენდი, მერინო, გევარა, პორტუ, ვილიან ჟოზე, ოიარსაბალი.

ბარსელონა: ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, მესი, გრიზმანი, დემბელე.

Sportskeeda

სოსიედადი (4-3-3): რემირო, გოროსაბელი, სუბელდია, სანანი, მუნიოსი, სუბიმენდი, მერინო, ბარენეჩეა, პორტუ, ისაკი, ოიარსაბალი.

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, დესტი, მინგესა, უმტიტი, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, მესი, გრიზმანი, დემბელე.

პროგნოზი

  • WhoScored: 2-3
  • Sportsmole: 1-2
  • Sportskeeda: 1-3

ტრანსლაცია

თამაში 00:00 საათზე დაიწყება. ტრანსლაციას Adjarasport.tv შემოგთავაზებთ.

კომენტარებში დაწერეთ, რა კომპონენტის დამატებას ისურვებდით მატჩისწინა მიმოხილვებში და დავამატებთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #13 13 იანვარი 2021 22:06
    0
    ტერ შტეგენი
    დესტი-უმტიტი-ლენგლე-ალბა
    დე იონგი-ბუსკეტსი
    დემბელე-გრიზმანი-პედრი
    მესი
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 13 იანვარი 2021 17:58
    0
    კაროჩე, საბუთებით ჩვენია მოგება. ეხლა მთავარია სოსიედადმა დაიჯეროს რო უნდა წააგოს, ნუ ასეა სტატისტიკით და ჩვენ რა ვქნათ.
    ფანი [?]
    #11 13 იანვარი 2021 17:07
    2
    ეს ტიტული ახლა ისე გვჭირდება კლუბმა ყველაფერი უნდა გაიღოს მის მოსაგებად
    ფანი [?]
    #10 13 იანვარი 2021 16:50
    0
    "კომენტარებში დაწერეთ, რა კომპონენტის დამატებას ისურვებდით მატჩისწინა მიმოხილვებში და დავამატებთ"

    იმის დამატებას რომ ვიდეოს სახით ჩაწეროთ მიმოხილვები 3-4 წუთიანი ამას შეგიძლიათ ცოტა ჯანსაღი იუმორიც დაუმატოთ და კარგი გამოვა ასევე აუდიტორიაც გაიზრდება ასეთი სახის სტატიებზე
    გულშემატკივარი [?]
    #9 13 იანვარი 2021 16:15
    0
    ბარო ხალხი მრავალ კარგ დღეებს დაესწარით თუიცის ეს არბიტრი ბარათებს აფრიალებს თუ ისეთ პონტში

    ციტატა: M10 S9 D11
    დავასამაროთ უ და სოსიედადი ის სიტყვები უკან უნდა გავუკეთოთ ამათ ტრენერს

    რათქვა
    გულშემატკივარი [?]
    #8 13 იანვარი 2021 15:52
    0
    ლენგლე ის პონტია ხო, შეჩვეული ჭირი ჯობია შეუჩვეველსო 😂
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 13 იანვარი 2021 15:19
    0
    მე მგონი დამატებითი დრო იქნება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 13 იანვარი 2021 14:16
    0
    დავასამაროთ უ და სოსიედადი ის სიტყვები უკან უნდა გავუკეთოთ ამათ ტრენერს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #5 13 იანვარი 2021 13:08
    1
    1-3 ანგარიში ყველაზე კარგი ვარიანტია.ამ ანგარიშით მოვიგებთ.👌👌👌
    Culé [?]
    #4 13 იანვარი 2021 12:27
    0
    უნდა მოვიგოთ სუპერთასი აუცილებლად. თურამე შეუძლია წელს ბარსას აქ გამოჩნდება. სოსიედადი ერთხელ დავამარცხეთ უკვე და მეორედაც იგივე უნდა გავაკეთოთ უბრალოდ😃❤️. თან სოსიედადიდან წამქეზებელი სიტყვები ისმოდა, რაც წედით უფრო მოხოდავს ჩვენს ბიჭებს. ვისკა ბარსა!!! barca-4
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #3 13 იანვარი 2021 11:04
    2
    ამას მოვიგებთ დიდი ალბათობით მარა რეალს თუ შევხვდით რას ვიზავთ მაინტერესებს არც ისინი ბრწყინავენ არც ჩვენ თანაბარი თამაში იქნება.... კუმანი მეორეთ ხვდება ზიდანს და იმედია ამჯერად მოუგებს :)
    Culé [?]
    #2 13 იანვარი 2021 10:31
    0
    magar dros iwyeba tan qeifi tan yureba mara am adjarasports raunda premier liga ar eyot blin 🙄😶
    Culé [?]
    #1 13 იანვარი 2021 10:24
    0
    ტერ შტეგენი,
    დესტი, არაუხო, ლანგლე, ალბა,
    ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი,
    მესი, გრიზმანი, დემბელე.

    ეს შეამდგენლობა მჯნდა მარა ბუსის დააყენებს პიანიჩის ნაცვლად და ეგაა პიანიჩს არ დააყენებს😔
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "