რონალდ კუმანი სოსიედადთან მატჩის წინ

რონალდ კუმანი სოსიედადთან მატჩის წინ

კატალონიის "ბარსელონას" თავკაცი, რონალდ კუმანი "სოსიედადთან" მატჩის წინ პრესკონფერენციას მართავ:

"ვიცით, რომ "სოსიედადი" ძლიერი მეტოქეა,რომელსაც ოპონენტზე ზეწოლის მოხდენა უყვარს.
საკმაოდ საინტერესო მატჩი იქნება, ვინაიდან, ერთმანეთს ორი კარგი გუნდი დაუპირისპირდება.
ჩამოგვიყალიბდა მენტალიტეტი, რომ ტიტულისათვის ბრძოლაში ბოლომდე დავიხარჯოთ. ბოლო პერიოდში აღებული რიტმის გაგრძელება გვსურს.
გვსურს გამოვიყენოთ შესაძლებლობა და ყველას დავანახოთ, რომ სწორ გზას ვადგავართ.
ამას წინათ, დისკომფორტი რამდენიმე ფეხბურთელმა იგრძნო, მათ შორის იყვნენ: მესი, დე იონგი, დესტი და არაუხო. ახლა ყველა მათგანი სათამაშოდ მზად არის.
არჩევნები? ჩატარება მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერს თავისი ადგილი ჰქონდეს, განსაკუთრებით კი "ბარსაში".  თუმცა, ჯანმრთელობაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.
"ბარსელონა" ტიტულებისთვის ბრძოლას მიჩვეულია. რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი თასი არ არის, თუმცა ეს მენტალურად ჩვენზე კარგად იმოქმედებს.
არაუხო? მან დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა და ვნახოთ, როგორ ფორმაში იქნება. მჯერა, რომ ჩვენს დახმარებას შეძლებს, თუმცა 100%-ით დარწმუნებული არ ვარ.
ახალი ფეხბურთელები? მზად ვართ და ვიცით, ზუსტად ვინ გვინდა. უბრალოდ, ყველაფერი დროის საქმეა და, რა თქმა უნდა, ახალ პრეზიდენტზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 15 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #15 13 იანვარი 2021 09:55
    0
    ეს ტიტული აუცილებლად გვჭირდება, ხასიათზე მოვალთ ჩვენც და ფეხბურთელებიც, ეს ტიტული მენტალურად გააძლიერებს კლუბს და დაუბრუნებს რწმენას და ბრძოლისუნარიანობას
    Culé [?]
    #14 13 იანვარი 2021 01:22
    0
    Don_Andresito,
    ბაციკაძის და პავლიაშვილის წაყვანილზე უარესი რაღა უნდა იყოს.
    წევრი [?]
    #13 13 იანვარი 2021 01:14
    0
    ვნახოთ წესით კაიმატჩი უნდა ვიხილოთ
    Culé [?]
    #12 13 იანვარი 2021 01:00
    0
    ტერ შტეგენი
    დესტი-უმტიტი-ლენგლე-ალბა
    დე იონგი-ბუსკეტსი
    დემბელე-გრიზმანი-პედრი
    მესი
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    [?]
    #11 13 იანვარი 2021 00:45
    0
    ციტატა: Nini
    თუ სადმე სხვაგანაც გავა თამაში ლინკი ჩააგდეთ რომ ეს ბაციკაძე და პავლიაშვილი აღარ ავიტანო მათ სისულეებთან ერთად.

    სილქზე არ გადის მგონი. აჭარაზე გადის. უარესი
    Culé [?]
    #10 12 იანვარი 2021 23:44
    0
    იმედია არაუხოვიქნება ხვალ❤️ კუმანი კიდე იმედია არ გაშეშედება და არ გაძეგლება მოედანზე, უნდა მოაფხიზლოს ხოლმე გუნდი.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    გულშემატკივარი [?]
    #9 12 იანვარი 2021 22:25
    0
    ციტატა: El Guaje
    El Guaje,
    ვინმემ კიპასუხეთ

    დღეს არ არი ხვალ არი
    --------------------
    Always basca
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 12 იანვარი 2021 22:16
    0
    იმედია რამე სიურპრიზი არ გაქვს მომზადებული და მშვიდად მოვიგებთ თამაშს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #7 12 იანვარი 2021 21:40
    0
    BEQA BARCA,
    მადლობა.ისე მეც გითხარი ჩავაგდებ თქო და არ გავიდა იქ სადაც ვიცოდი.
    Culé [?]
    #6 12 იანვარი 2021 21:39
    0
    ციტატა: Nini
    თუ სადმე სხვაგანაც გავა თამაში ლინკი ჩააგდეთ რომ ეს ბაციკაძე და პავლიაშვილი აღარ ავიტანო მათ სისულეებთან ერთად.

    მე ჩავაგდებ თუ გავა იქ სადაც მე ვიცი.
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    Culé [?]
    #5 12 იანვარი 2021 21:05
    1
    Lebron James 6,
    მადლობა.👌
    ფანი [?]
    #4 12 იანვარი 2021 20:59
    5
    მეგობრებო, ნახევარფინალი ერთ მატჩინია, გამარჯვებული პირდაპირ ფინალში ითამაშებს.

    მატჩს შეგიძლიათ აჭარასპორტზე უყუროთ.

    თამაში არის ხვალ ღამის 12 საათზე!
    გულშემატკივარი [?]
    #3 12 იანვარი 2021 20:55
    0
    El Guaje,
    ვინმემ კიპასუხეთ
    Culé [?]
    #2 12 იანვარი 2021 20:54
    2
    თუ სადმე სხვაგანაც გავა თამაში ლინკი ჩააგდეთ რომ ეს ბაციკაძე და პავლიაშვილი აღარ ავიტანო მათ სისულეებთან ერთად.
    გულშემატკივარი [?]
    #1 12 იანვარი 2021 20:50
    2
    თამაში დღეს არის ? და ერთმატჩიანია ?