ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 12 იანვარი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 12 იანვარი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში. ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 12 იანვარს მოხდა.

თამაშები

12 იანვარს "ბარსელონამ" 16 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 8 მოიგეს, 6 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.

1930 წელი

"ლეს კორტსზე" გამართულ შეხვედრაში "ბარსელონა" "ბილბაოს" დაუზავდა, 1-1. მასპინძელთაგან გოლი პიერამ გაიტანა.

1957 წელი

"ბარსელონასა" და მის შვილობილ გუნდს, "კონდალს" შორის პირველი შეხვედრა გაიმართა. "ლეს კორტსზე" "ბარსა" სტუმრის სტატუსით თამაშობდა. მატჩი 1-1 დასრულდა.

1961 წელი

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ენრიკე ორისაოლამ ბროჩიჩი ჩაანაცვლა.

1967 წელი

დაიბადა მეჰო კოდრო, რომელმაც "ბარსელონას" მაისურით, 1995-1996 წლებში, ლა ლიგაში 32 თამაში ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.

1969 წელი

დაიბადა რობერტ პროსინეჩკი, რომელმაც 1995-1996 წლებში 26 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

2008 წელი

"მურსიასთან" ლა ლიგაში მოგებულ შეხვედრაში (4-0) "ბარსას" პირველ გუნდში პედროს დებიუტი შედგა. მან სამუელ ეტო'ო შეცვალა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #4 12 იანვარი 2021 18:06
    0
    აბიდალი ვალდესი ბუსკეცი და პედრო ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელები ბარსაში. პედროს თამაში ძან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ისევე როფორც იმ დეკადის ესპანელების. ინიესტა, პედრო, დავიდ ვილი, დავიდ სილვა, ხავი, ფაბრეგაზი, ჩაბი ალონზო, ხუან მატა, ტიაგო ალკანტარა ყველას ელეგანტური და ლამაზი სტილი ჰქონდათ სუპერ ფეხბურთელები
    ფანი [?]
    #3 12 იანვარი 2021 17:19
    0
    პედროს დებიუტია გამოსარჩევი ამ სტატიიდან, ძალიან მაგარი და დაუფასებელი ფეხბურთელი რომელმაც მართლაც ყველაფერი მოიგო
    Culé [?]
    #2 12 იანვარი 2021 15:37
    0
    ციტატა: C.PC5
    რამდენი 1-1 არის რა ამბავია🤣

    ორი 1-1 არის.
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    Culé [?]
    #1 12 იანვარი 2021 12:37
    0
    რამდენი 1-1 არის რა ამბავია🤣
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"