ლეო მესის კონტაქტის უცნობი პუნქტი

ლეო მესის კონტაქტის უცნობი პუნქტი

ცნობილი გამოცემა, La Vanguardia „ბარსელონას“ ლიდერისა და კაპიტნის, ლიონელ მესის ბოლო კონტრაქტის საინტერესო პუნქტს ასაჯაროებს.

მანელ პერესის ინფორმაციით, 2017 წელს განახლებული კონტრაქტი წლიურად 100-მილიონიან ხელფასს გულისხმობდა, რაც ასევე დამატებით ორ კონკრეტულ ბონუსს ითვალისწინებდა - 78 მილიონი ევრო.

პირველი ბონუსი, რომელიც არგენტინელს კონტრაქტის განახლებისთვის ერგება, 39 მილიონია. წყაროს ცნობით, ფეხბურთელის გაბრაზება სწორედ ამ საკითხა განაპირობა, ვინაიდან, ეს პუნქტი მხოლოდ გასული წლის ივლისში განხორციელდა.

მეორე ბონუსი, ასევე 39 მილიონი ევრო, კარიერის აქ გაგრძელების ან დასრულების შემთხვევაში გაიცემა და მისი გადახდა ამ სეზონის ბოლოსაა დაგეგმილი. 

მაგრამ, გაზეთ Godó Group-ის თანახმად, ამაზე გავლენა, შესაძლოა, ხელშეკრულების გადავადების პუნქტმა მოახდინოს, რომელიც კლუბის მენეჯმენტმა გუნდთან ახლახან გააფორმა.

ამ უკანასკნელის მიხედვით, ბონუსის 8 ნაწილად გადახდაა შესაძლებელი. შესაბამისად, იგი 2020/2021 წლების სეზონის დასრულების შემდეგ დაიწყება და 2025 წლამდე გაგრძელდება.

 დაყოვნებული თანხები 42.9%-ს შეადგენს, ხოლო გუნდს მისი გადავადებისთვის 1%-ის გაღება უწევს.

როგორც Mundo Deportivo იტყობინება, ლიონელ მესი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს და ასევე დასძენს, რომ არგენტინელი ლეგენდა ამის გამო „ლურჯ-ბროწეულისფერებზე“ ნაწყენი არაა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #8 12 იანვარი 2021 12:29
    0
    ძაან ჩახლართულია ეგ კონტრაქტიც, ბართომეუსგან არც იყო სხვანაირად მოსალოდნელი. იმედია ლაპორტა შეცვლის რამეს.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Vector stock
    სტუმარი [?]
    #7 12 იანვარი 2021 11:44
    0
    Mze bazaria saidumlo kontrakti da vitom vigac gamocema rom wers eg rogor unda daijero xd
    Culé [?]
    #6 12 იანვარი 2021 11:36
    0
    ჭორი იქნება. არ მგონია ეს სიმართლე
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    ფანი [?]
    #5 12 იანვარი 2021 11:10
    0
    მესი არამგონია ფულის გამო იყოს ამ კლუბში, რო წასულიყო სიტიში ან პსჟ ში ფულს ორი ამდენს აიღებდა მაგრამ მას უყვარს ეს კლუბი, ამ კლუბმა აღზარდა და გაზარდა როგორც საუკეთესო ადამიანი და ფეხბურთელი და ამიტომაცაა დღემდე ამ კლუბში და კიდევ დიდხანს იქნება დარწმუნებულივარ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 12 იანვარი 2021 01:32
    0
    ციტატა: Tsitsi
    M10 S9 D11,
    ციტატა: M10 S9 D11
    მტყუნის რაც 100 მილიონი აქვს მესის ხელფასი

    დაგადო ბანი?

    შენ რა შუაში ხარ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #3 12 იანვარი 2021 00:59
    0
    M10 S9 D11,
    კაიი რა რალაპარაკია :( უბრალოდ დაიკიდეე რა არუნდა ეგეთების წერა რააა <3 ცუდადარ მიიღოო <3 უბრალოდ ცუდად გვხდება ხალხს თვალში :( <3
    რედაქტორი [?]
    #2 12 იანვარი 2021 00:52
    4
    M10 S9 D11,
    ციტატა: M10 S9 D11
    მტყუნის რაც 100 მილიონი აქვს მესის ხელფასი

    დაგადო ბანი?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 12 იანვარი 2021 00:50
    0
    მტყუნის რაც 100 მილიონი აქვს მესის ხელფასი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued