3 მიზეზი, რომელთა გამოც მესი რონალდუს რეკორდზე არ უნდა წუხდეს
- 11-01-2021, 21:12
-
AnriCule
- 22

კრიშტიანუ რონალდუ 759 გოლით დაეწია იოზეფ ბიკანს, რითიც რეკორდი გაიმეორა გოლების რაოდენობაში.
TOP 5 ფეხბურთელი გოლების რაოდენობის მიხედვით:
- კრიშტიანუ რონალდუ - 759
- იოზეფ ბიკანი - 759
- პელე - 757
- ლიონელ მესი - 719
- ფერენც პუშკაში - 705
წარმოგიდგენთ მიზეზებს, რომელთა გამოც ლეო მესი კრიშტიანუ რონალდუს რეკორდზე არ უნდა წუხდეს:
- ლეო მესი უმცროსია კრიშტიანუ რონალდუზე - ლეო მესი 33 წლისაა, კრიშტიანუ რონალდუ კი მალე 36 წლის გახდება, ამიტომ მრავალი მიზეზი არსებობს იმის დასაჯერებლად, რომ არგენტინელი გოლების რაოდენობაში დაეწევა როგორც ბიკანს, ისე რონალდუს და ამ მხრივ გახდება რეკორდსმენი.
- მესის ეფექტურობა რონალდუზე მაღალია - მესის 894 შეხვედრაში 719 გოლი აქვს გატანილი (101 წუთი თითო გოლზე), ხოლო რონალდუს 1037 შეხვედრაში 759 გოლი (111 წუთი თითო გოლზე).
- მესი უფრო სრულყოფილი მოთამაშეა, ვიდრე რონალდო - მიუხედავად იმისა, რომ რონალდუს მესიზე 143-ით მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული, ასისტების რაოდენობით მაინც მნიშვნელოვნად ჩამორჩება მესის. ამჟამად მესის ანგარიშზე 302 ასისტია, ხოლო რონალდუს 222 ასისტი აქვს გაკეთებული.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 22 ]