"ბარსელონა" "ელ კლასიკოში" მე-5 ფორმით ითამაშებს

"ბარსელონა" "ელ კლასიკოში" მე-5 ფორმით ითამაშებს

"ბარსელონას" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კატალონიური კლუბი 11 აპრილს გასამართ "ელ კლასიკოში" სპეციალური ფორმით ითამაშებს.

ფორმა, რომელიც სპეციალურად "რეალთან" თამაშისთვის შეიქმნა, გაყიდვაში იანვრის ბოლოს ჩაეშვება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს იქნება ფორმა, რომელიც "ერთ დიზაინში აერთიანებს "ბარსას" ფერებსა და დროშას". ახალ მაისურს კლუბის ლეგენდარული კაპიტანი, კარლეს პუიოლი, წარადგენს - "ადამიანი, რომელმაც კლუბის ღირებულებებისა და საფეხბურთო სტილის პერსონოფიცირება შეძლო".

"ელ კლასიკო" 11 აპრილს, ლა ლიგის 30-ე ტურში, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #8 11 იანვარი 2021 22:41
    0
    მოვიგოთ და ფორმას რა მნიშვნელობა აქვს
    Culé [?]
    #7 11 იანვარი 2021 21:37
    0
    რაამბავია 5 ფორმა. იმედია ამ ფორმით მოვიგებთ კლასიკოს.
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    გულშემატკივარი [?]
    #6 11 იანვარი 2021 19:20
    0
    მოგებისთვის ფინანსურად შემოსავალია ერთგვარი რომ ჩაეშვება გაყიდვებში აიღებენ ფულს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 11 იანვარი 2021 18:30
    0
    რას მაიმუნობენ ჩვეულებრივი ფორმით გავიდნენ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    [?]
    #4 11 იანვარი 2021 17:14
    0
    ციტატა: C.PC5
    რეებს ბოდიალობენ და ბორიალობენ, რაის სპეციალური ფორმა, ისედაც რომელი ფორმაა გასვლითი არ იცის კაციშვილმა და ახლა კიდე სპეც ფორმას კერავენ. თუ ფინანსური კრიზისი აქვთ რაღას მატრაკვეცობენ ეს ჩემისები.

    იყიდება კარგად ალბათ და შემოსავალია, ისე წელს 4 სხვადასხვა ფორმით ითამაშეს უკვე, პირველი, შავი, ვარდისფერი და ყვითელი.
    Culé [?]
    #3 11 იანვარი 2021 16:32
    4
    ვარდისფერ ფორმას მოაცილებდნენ ნეტა.
    Culé [?]
    #2 11 იანვარი 2021 16:31
    2
    რეებს ბოდიალობენ და ბორიალობენ, რაის სპეციალური ფორმა, ისედაც რომელი ფორმაა გასვლითი არ იცის კაციშვილმა და ახლა კიდე სპეც ფორმას კერავენ. თუ ფინანსური კრიზისი აქვთ რაღას მატრაკვეცობენ ეს ჩემისები.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #1 11 იანვარი 2021 16:31
    2
    მეორე ფორმა არასდროს ქონიათ წესიერი ამ ჩემაალებს და მე5 იქნება დროშის ტარი ალბათ მარტო