ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 11 იანვარი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 11 იანვარი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში. ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 11 იანვარს მოხდა.

თამაშები

11 იანვარს "ბარსელონამ" 19 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 13 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.

1903 წელი

ქალაქ ბარსელონას თასის გათამაშება "ბლაუგრანამ" "იბერიასთან" 7-0 მოგებით დაიწყო. ჟოან გამპერმა 5 გოლი გაიტანა, ხოლო ოსომ და ლასალეტამ - თითო.

1921 წელი

"კამპ დე ლა ინდუსტრიაზე" "ბარსამ" "რეალი" 3-0 დაამარცხა. გოლები გრასიამ (2) და პიერამ გაიტანეს.

1931 წელი

"ბარსამ" "ესპანიოლი" 6-2 გაანადგურა. ამ შეხვედრის შემდეგ "ბარსელონამ" ბოლოდან (მე-10) მე-6 ადგილზე გადაინაცვლა, ბოლო ადგილი კი "ესპანიოლს" დაუთმო.

1942 წელი

"ბარსელონამ" "ესპანიოლთან" გამართული საშინაო თამაში 1-2 წააგო. მასპინძელთაგან თავი მარტინმა გამოიჩინა.

1970 წელი

"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელად ვიკ ბუკინგემი დაინიშნა, რომელიც ამ პოზიციას 1972 წლამდე იკავებდა.

1980 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ბრაზილიელი თავდამსხმელი ჯოვანი დეიბერსონი. 2001-2003 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 45 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

1981 წელი

"ბარსელონა" "ესპანიოლთან" სტუმრად ანგარიშით 0-1 დამარცხდა.

2006 წელი

ესპანეთის თასზე "ბარსელონამ" "სამორა" 6-0 გაანადგურა. გოლები ლარსონმა (2), ესკერომ, მოტამ, მაქსი ლოპესმა და ვან ბომელმა გაიტანეს. მაქსი ლოპესის გოლი ესპანეთის თასის ისტორიაში 35000-ე იყო.

2015 წელი

MSN-ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ლა ლიგის ერთ თამაშში გოლი მესიმაც გაიტანა, სუარესმაც და ნეიმარმაც. ეს ფაქტი "ატლეტიკოსთან" 3-1 მოგებულ შეხვედრაში დაფიქსირდა.

2016 წელი

ლიონელ მესიმ სარეკორდო, მე-5 "ოქროს ბურთი" მოიგო.

2017 წელი

ლუის სუარესმა "ბარსელონაში" თავისი მე-100 გოლი გაიტანა. ურუგვაელმა ეს ესპანეთის თასზე "ბილბაოსთან" გამართულ შეხვედრაში (3-1) მოახერხა და მას ამისთვის მხოლოდ 120 თამაში დასჭირდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #6 12 იანვარი 2021 13:22
    0
    120 თამაშში 100 გოლი...
    ...და ძაღლივით გააგდეს! angry
    Culé [?]
    #5 11 იანვარი 2021 18:03
    0
    აუუ მსნ 🙄💜
    ფანი [?]
    #4 11 იანვარი 2021 15:38
    1
    ეჰ მსნ რა დრო იყო, რა შეტევა იყო, სიტყვებიც ზედმეტია, ყველა გუნდს რო აკანკალებდნენ და მცველებს ფეხზე იხვევდნენ🥺
    Culé [?]
    #3 11 იანვარი 2021 12:32
    1
    ბევრი რამ მომხდარა 11ში. MSN-ის გოლები გამოსარჩევია, და კიდე რეალი 11შიც გვყოლია ნათრევი🤣🤣😆😆😆🤣
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #2 11 იანვარი 2021 12:26
    2
    ბოლო წლებში ეს დღე რა კარგი ყოფილა MSN😔😔😔😥
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    Culé [?]
    #1 11 იანვარი 2021 11:51
    3
    როგორ მწყდება გული სუარესზე :(