ოფიციალური ინფორმაცია რონალდ არაუხოს ტრავმის შესახებ
- 10-01-2021, 16:03
-
josephk
- 14

"ბარსელონას" ურუგვაელმა ცენტრალურმა მცველმა, რონალდ არაუხომ, "გრანადასთან" გასამართ მატჩამდე, დისკომფორტი იგრძნო და შეხვედრაში მონაწილეობა ვერ შეძლო.
კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, დღეს, დილით, ჩატარებულმა ტესტებმა, ფეხბურთელის მარჯვენა ფეხის ბარძაყის უკანა კუნთებში დაზიანება აღმოაჩინა. სარეაბილიტაციო კურსის ხანგრძლივობა ტრავმის განვითარებაზე იქნება დამოკიდებული.
21 წლის მცველის ესპანეთის სუპერთასზე, "სოსიედადის" წინააღმდეგ, თამაში საეჭვოა.
მან, ოქტომბერში, "იუვენტუსთან" შეხვედრაში, დაზიანება ამავე არეში მიიღო, რომლის გამოც, 7 მატჩი გამოტოვა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]