ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 10 იანვარი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში. ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 10 იანვარს მოხდა.
თამაშები
10 იანვარს "ბარსელონამ" 14 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 9 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.
1914 წელი
"კამპო დე ო'დონელზე" გამართულ შეხვედრაში "ბარსელონამ" "რეალი" 2-0 დაამარცხა. გოლები ალკანტარამ და ალაკმა გაიტანეს.
1932 წელი
"ბარსელონამ" "ალავესი" ლა ლიგაში 6-0 გაანადგურა. რამონმა ჰეთ თრიქი შეასრულა, თითო გოლი კი საგიმ, არნაუმ და აროჩამ გაიტანეს.
1943 წელი
სეზონის მე-2 "კლასიკოს" პირველი ტაიმის შემდეგ "ბარსელონან" 4-2 იგებდა, მაგრამ შეხვედრა 5-5 დასრულდა. კატალონიელთა მხრიდან გოლები მარიანო მარტინმა (2), ჟოზეპ ესკოლამ და ვალე მასმა (2) გაიტანეს.
1951 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი რაფაელ სუვირია. "ბლაუგრანას" მაისურით 1977-1982 წლებში მან ლა ლიგაში 119 თამაში ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. 1978 და 1981 წლებში სუვირიამ ესპანეთის თასი მოიგო.
1954 წელი
"ბარსელონამ" "სოსიედადი" 6-0 გაანადგურა. გოლები ტეხადამ (3), ბასორამ (2) და მანჩონმა გაიტანეს.
1991 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ხელბურთის გუნდისა და ესპანეთის ნაკრების მეკარე გონსალო პერეს დე ვარგასი.
2010 წელი
"ტენერიფესთან" სტუმრად მოგებულ (5-0) შეხვედრაში ლიონელ მესიმ ჰეთ თრიქი გაიფორმა. თითო გოლი პუიოლმა და ლუნამ (საკუთარ კარში) გაიტანეს.
2011 წელი
ლიონელ მესიმ "ოქროს ბურთი" მეორედ მოიგო. მეორე ადგილზე ანდრეს ინიესტა გავიდა, ხოლო მესამეზე - ჩავი ერნანდესი.
2013 წელი
დავიდ ვილიამ კარიერაში 250-ე და 251-ე გოლები გაიტანა, "ბარსელონამ" კი ესპანეთის თასზე "კორდობა" 5-0 დაამარცხა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]