"ბარსელონა" - სოციალური ქსელების ლიდერი

"ბარსელონა" - სოციალური ქსელების ლიდერი

"ბარსელონას" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კატალონიური კლუბი, ზედიზედ მეექვსედ, სოციალურ ქსელებში (Facebook, Instagram, Youtube Twitter, TikTok, Twitch) ყველაზე პოპულარული სპორტული კლუბი გახდა.

Blinkfire-ის მონაცემებით, 2020 წელს, მოწონებების, კომენტარებისა და გაზიარებების საერთო რაოდენობამ (Engagement) 1 მილიარდ 603 მილიონი შეადგინა, რაც მსოფლიოში საუკეთესო მაჩვენებელია. მეორე ადგილს "ლივერპული" (1.485 მილიარდი) იკავებს, მესამეს კი - "მანჩესტერ იუნაიტედი" (1.455 მილიარდი).

წელს, "ბარსელონა" გახდა პირველი კლუბი, რომლის Youtube-ის ანგარიშსაც 10 მილიონ ადამიანზე მეტი გამომწერი ჰყავს. სპორტულ სამყაროში, უკეთესი შედეგი მხოლოდ NBA-ის აქვს (15.7 მილიონი გამომწერი). "ბარსას" ვიდეოებმა, ჯამში, 230 მილიონი ნახვა დააგროვა, რაც, ასევე, საუკეთესო შედეგია.

გასული 12 თვის განმავლობაში, ყველა სოციალურ ქსელში, "ბარსელონამ" 30 მილიონ გამომწერზე მეტი შეიძინა. ერთადერთი სოციალური ქსელი, რომელშიც "ბარსამ" ლიდერის პოზიცია ვერ დაიკავა, Facebook-ია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #6 8 იანვარი 2021 19:09
    0
    მიკვირს facebook-ზე რატომ არაა ლიდერი🤔🤔🤔🤔

    ციტატა: Griezzy7
    აუ ეს ქეისი მაგრად გამისწორდებოდა 😂💜✌

    მეც მომწონს.
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    Culé [?]
    #5 8 იანვარი 2021 18:17
    1
    მეც მინდა ასეთი ქეისი.
    Culé [?]
    #4 8 იანვარი 2021 17:11
    1
    ხელმძღვანელობას არ ეშველა ერთი, თორემ სოც.ქსელებში ყველგან ძაან კარგად მართავენ ყველა გვერდსა თუ არხს, საქართველოში კიდევ ბარსამანია ნუმერო უნოა❤️
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    ფანი [?]
    #3 8 იანვარი 2021 16:52
    1
    სოც ქელი კიარა თამაშს მიხედონ ამათმა ის ჯობია, დავიტანჯეთ ხალხი
    მწერალი [?]
    #2 8 იანვარი 2021 16:17
    2
    რა კარგი ქეისია ფოტოზე laughing
    --------------------
    🔵🔴
    ფანი [?]
    #1 8 იანვარი 2021 16:13
    1
    ანუ რადგან ამ თემაზე ჩამოვარდა საუბარი ერთსაც დავამატებ მე. მსაჯები იასნია რო მიეხმარნენ, მარა მეორე ის იყო კიდე რო გრამდებმა ჩაისვარეს ბოლო წლებში. აი მაგ წლებში ვინ იყო ეპოქალური და ძლიერი გუნდი? ბავარია იყო ერთადერთი, ისიც გადაბერებული სასტავით. თორე რო ყოფილიყო ჟოზეს ინტერი, ფერგის მანიუ, იუპის ბავარია, პეპის ბარსელონა, შეჭამდნენ.