MD: "პარი სენ-ჟერმენი" ემერსონის შეძენით დაინტერესდა
- 8-01-2021, 12:51
-
josephk
- 21

"ბეტისისა" და "ბარსელონას" ბრაზილიელმა მარჯვენა მცველმა, ემერსონ როიალმა, შესაძლოა, კარიერა პსჟ-ის რიგებში გააგრძელოს.
Mundo Deportivo-ს ცნობით, პარიზელებს დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერება სურთ. მაურისიო პოჩეტინოს გუნდი ემერსონის შეძენას განიხილავს.
ტრანსფერის იანვარში განხორციელებისთვის, აუცილებელი იქნება "ბარსელონას" თანხმობა, რომელიც, ანდალუსიურ კლუბთან ერთად, ფეხბურთელზე უფლებების 50%-ს ფლობს. სატრანსფერო თანხის ნახევარიც, შესაბამისად, "ბარსას" ეკუთვნის.
მსგავსად წინა სეზონისა, წელსაც, ემერსონი "ბეტისის" ძირითადი შემადგენლობის წევრია. "ბარსელონასა" და "ბეტისს" შორის დადებული გარიგების თანახმად, ფეხბურთელი 2021 წლის ივნისში "ბარსას" სრულფასოვანი წევრი უნდა გახდეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 21 ]