ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 8 იანვარი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში. ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 8 იანვარს მოხდა.
თამაშები
8 იანვარს "ბარსელონამ" 16 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 9 მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.
1911 წელი
"ბარსელონასა" და "ესპანიას" შორის კატალონიის ჩემპიონატში გამართულ შეხვედრაში (4-2) "ბლაუგრანას" ფეხბურთელმა, ხორხე პატულიომ ჰეთ თრიქი შეასრულა. მე-4 გოლი უოლასმა გაიტანა.
1977 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ფრანჩესკო კოკო. 2001-2002 წლების სეზონში მან "ბლაუგრანას" მაისურით 33 თამაში ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
1984 წელი
დიეგო მარადონამ გოიკოეჩეას მიერ მიყენებული 3 თვიანი ტრავმა მოირჩინა. პირველივე შეხვედრაში, "სევილიასთან" მატჩში (3-1), მან თავი დუბლით გამოიჩინა.
1994 წელი
"ბარსელონამ" "რეალი" 5-0 გაანადგურა. გოლები რომარიომ (3), კუმანმა და ივან იგლესიასმა გაიტანეს.
1998 წელი
ევროპის სუპერ თასის პირველ მატჩში "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული "დორტმუნდი" 2-0 დაამარცხა. გოლები ლუის ენრიკემ და რივალდომ გაიტანეს.
2006 წელი
"ბარსელონამ" ქალაქურ დერბიში "ესპანიოლი" სტუმრად 2-1 დაამარცხა. გოლები დეკუმ და სამუელ ეტო'ომ გაიტანეს.
2011 წელი
48 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ანხელ პედრასა. პედრასა "ბარსას" სკოლის აღზრდილი იყო. "ბლაუგრანასთან" ერთად, 1985-1988 წლებში, მან ესპანეთის თასი და ლიგის თასი მოიგო, 1986 წელს კი ჩემპიონთა თასის ვერცხლის მედალს დაეუფლა.
2014 წელი
ლიონელ მესი 2 თვიანი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და "ხეტაფესთან" ესპანეთის თასზე გამართულ შეხვედრაში თავი დუბლით გამოიჩინა.
2015 წელი
ესპანეთის თასზე "ელჩესთან" გამართული მატჩის 25 წუთიან მონაკვეთში 5 გოლის გატანის წყალობით "ბარსამ" 1/8-ფინალის პირველი თამაში 5-0 მოიგო.
2019 წელი
"ბარსელონამ" "ტულუზიდან" ჟან-კლერ ტოდიბოს ტრანსფერი დაადასტურა.
2022 წელი
"გრანადასთან" სტუმრად გამართული შეხვედრა (1-1) "ბარსელონასთვის" ლა ლიგაში მე-600 ფრე გამოდგა.
ეს მატჩი მარკ-ანდრე ტერ შტეგენისთვის ლა ლიგაში მე-200 იყო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]