მესიმ თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშა

მესიმ თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშა

ლეო მესიმ, რომელმაც ”სევილიასთან” მატჩი მარჯვენა მუხლის ტრავმა მიიღო, დღეს თანაგუნდელებთან ერთად ჩვეულ რეჟიმში ივარჯიშა.

ვინაიდან ”ბარსას” ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრისთვის თვალყურის დევნება უნდოდათ, ვარჯიში ადრიანად დაიწყეს. ”სიუტატ ესპორტივას” ბაზაზე თვრამეტი ფეხბურთელი გამოცხადდა.

ალვეშისა და ადრიანოს შემდეგ, ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა არგენტინელი ლეო მესიც, რომელსაც ბოლო დღეებში მუხლის ტკივილი აწუხებდა.

 დღევანდელ ვარჯიშს არ ესწრებოდნენ პედრო, რომელსაც თიაქარი აქვს; მაქსველი, პუიოლი და აბიდალი, რომელმაც გუშინ ოპერაცია გაიკეთა.

პირველი გუნდის ფეხბურთელების ნაკლოვანების გამო გვარდიოლას განკარგულებაში ფონტასი და მონტოია ყავდა. შეგახსენებთ, რომ ფონტასი აბიდალის შემცვლელად მოგვევლინება, სანამ ეს უკანასკნელი გამოჯანმრთელდება.

 

ხვალ ფეხბურთელები კიდევ ერთ ვარჯიშს გამართავენ, ამჯერად ”კამპ ნოუზე”. ვარჯიში დახურულ კარს მიღმა ჩაივლის.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.