ვალვერდემ ბილბაოს გაწვრთნაზე უარი თქვა
- 6-01-2021, 16:06
-
Tsitsi
- 23

ცნობილი კატალონიური გაზეთის, Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონას" ყოფილ თავკაცს, ერნესტო ვალვერდეს "ბილბაოს" ხელმძღვანელობამ მწვრთნელის პოსტი შესთავაზა. როგორც წყარო იუწყება, ერნესტომ შეთავაზება არ მიიღო.
გაისკა გარიტანო, რომელიც ბასკური კლუბის დამრიგებელი 2018 წლიდან იყო, პოსტიდან "ელჩესთან" 1-0 მოგებული მატჩის შემდეგ გაათავისუფლეს.
ვალვერდეს უარის შემდეგ, "ატლეტიკმა" მთავარ მწვრთნელად მარსელინო გარსია დანიშნა. შესაბამისად, ბასკები ლა ლიგის მე-18 ტურის შეხვედრას ახალი დამრიგებლის ხელმძღვანელობით ჩაატარებენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 23 ]