"ბარსელონას" "შახტარი" ერგო

"ბარსელონას" "შახტარი" ერგო

სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა "ჩემპიონთა ლიგის" 1/4 ფინალის კენჭისყრა. სადაც გაირკვა წყვილები, კატალონიის "ბარსელონა" დონეცკი "შახტარს" დაუპირისპირდება. 

 

"რეალი " – "ტოტენჰემი"

"ჩელსი" – "მანჩესტერი"

"ბარსელონა" – "შახტარი"

"ინტერი" – "შალკე"

პირველი გუნდი, რომელიც წერია იგი პირველ მატჩს საკუთარ მოედანზე გამართავს. შესაბამისად პირველი მატჩი "ბარსელონა" – "შახტარისა" გაიმართება "კამპ ნოუზე".

ეს რაც შეეხებოდა 1/4 ფინალებს, რაც შეეხება 1/2 ფინალს.

მეოთხე წყვილში გამარჯვებული დაუპირისპირდება მეორე წყვილში გამარჯვებულს და პირველ მატჩსაც საკუთარ მოედანზე გამართავს. 

"ინტერი" – "შალკე"  ––– "ჩელსი" – "მანჩესტერი"

ეს რაც შეეხება პირველ წყვილს, ხოლო მეორე წყვილი 1/2 ფინალში ასე დალაგდება.

"რეალი" – "ტოტენჰემი" ––– "ბარსელონა" – "შახტარი" 

 

თუკი "ბარსელონამ" დაძლია 1/4 ფინალური ბარიერი, 1/2 ფინალში პირველ მატჩს გასვლაზე გამართავს.

ხოლო რაც შეეხება ფინალს, ფინალში ფორმალური მასპინძლის სტატუსი მქონე გუნდი იქნება "რეალი", "ტოტენჰემი", "ბარსელონა", "შახტარი" ამ ოთხეულში საუკეთესო გუნდი. 

 

1/4 ფინალური მატჩები გაიმართება 5–6 აპრილს ხოლო განმეორებითი მატჩები ერთ კვირაში 12–13 აპირლს. 1/2 ფინალური მატჩები 26–27 აპურლს, ხოლო განმეორებითი 3–4 მაისს. ხოლო რაც შეეხება ფინალს, ფინალი "უემბლიზე" 28 მაისს შედგება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.