ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 6 იანვარი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 6 იანვარი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში. ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 6 იანვარს მოხდა.

თამაშები

6 იანვარს "ბარსელონამ" 20 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 16 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.

1902 წელი

"ისპანიასთან" გამართულ მატჩი კატალონიის ჩემპიონატის მთელს გათამაშებაში ერთადერთი გამოდგა, რომელშიც "ბარსამ" გოლი გაუშვა. ის შეხვედრა მოქმედ ჩემპიონთან "ბარსამ" 4-2 მოიგო.

1914 წელი

"კამპ დე ლა ინდუსტრიაზე" "ბარსელონასა" და "რეალს" შორის გამართული შეხვედრა 2-2 დასრულდა. მასპინძელთაგან გოლები უოლასმა და ალაკმა გაიტანეს.

1933 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ხუსტო ტეხადა. 1952-61 წლებში მან "ბარსას" მაისურით ლა ლიგაში 149 შეხვედრა ჩაატარა და 73 გოლი გაიტანა. კატალონიურ გუნდში ტეხადამ 2-ჯერ ბაზრობათა თასი (დღევანდელი ევროპა ლიგა), 2-ჯერ ესპანეთის თასი და 2-ჯერ ლა ლიგა მოიგო. 1961 წელს ტეხადა "რეალში" გადავიდა.

1943 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი ტერი ვენეიბლზი. ის გუნდს 1984-1987 წლებში თავკაცობდა. 1985 წელს ინგლისელმა "ბარსას" ლა ლიგა 11 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოაგებინა. ერთი წლის შემდეგ მისმა გუნდმა ქვეყნის თასი მოიგო და ჩემპიონთა თასის (ამჟამინდელი ჩემპიონთა ლიგა) ფინალშიც ითამაშა.

1966 წელი

"ბარსელონამ" "კამპ ნოუზე" "საბადელი" 5-0 გაანადგურა. გოლები ბენიტესმა (2), ფუსტემ (2) და სალდუამ გაიტანეს.

1994 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი დენის სუარესი. 2016-2019 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 71 თამაში ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.

2013 წელი

"ბარსელონამ" დერბიში "ესპანიოლი" 4-0 გაანადგურა. გოლები ჩავიმ, პედრომ (2) და მესიმ გაიტანეს.

2016 წელი

რამდენიმეთვიანი მოლოდინის შემდეგ "ბარსელონაში" არდა თურანისა და ალეიშ ვიდალის დებიუტი შედგა. ესპანეთის თასზე "კამპ ნოუზე" "ესპანიოლთან" გამართული შეხვედრა "ბარსამ" 4-1 მოიგო.

2018 წელი

"ბარსელონამ" კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი განახორციელა და "ლივერპულიდან" ფილიპე კოუტინიო დაიმატა. ამჟამად, ბონუსების ჩათვლით, "ბარსელონას" ბრაზილიელში 145 მილიონი ევრო აქვს გადახდილი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 6 იანვარი 2021 18:06
    0
    ვეეცერთმა ძვირადღირებულმა ტრანსფერმა ვერ გაამართლა
    Culé [?]
    #2 6 იანვარი 2021 12:13
    3
    კოუს ტრანსფერის დღედ ვერ ჩავთვლით სასიხარულო თარიღად და ვერც თურანის დებიუტს.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    ფანი [?]
    #1 6 იანვარი 2021 10:17
    2
    მაგ ძვირადღირებულმა ტრანსფერებმა დაგვღუპა, არადა ნეიმარის წასვლის შემდეგ თუ რომელიმე ტრანსფერი გამიხარდებოდა კოუ იყო მაგრამ .......