ბარსელონამ ვირტუალურად 8 სამკურნალო ცენტრი მოინახულა
- 5-01-2021, 21:27
-
Tsitsi
- 3

"ბარსელონას" პირველი გუნდის ვარსკვლავებმა და მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა საახალწლოდ კატალონიაში მდებარე 8 საამკურნალო ცენტრი მოინახულეს.
რა თქმა უნდა, ვიზიტი ვირტუალურ რეჟიმში შედგა, ვინაიდან, ესპანეთი კორონავირუსის ახალ ტალღას ებრძვის.
"სირცხვილია, რომ ახლა თქვენთან ერთად არ ვართ, როგორც ყოველთვის. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ამ გზითაც გაგაბედნიერეთ".
- უთხრა სერჟიო ბუსკეტსმა დაავადებულ ბავშვებს.
შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანას" ძირითადი გუნდის წევრებიდან, კორონავირუსი არცერთ ფეხბურთელს არ აღმოაჩნდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]