ბერნდ შუსტერი: ბრეითუეიტი ლუის სუარესის შედეგებს ვერ მიაღწევს

ბერნდ შუსტერი: ბრეითუეიტი ლუის სუარესის შედეგებს ვერ მიაღწევს

"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, ბერნდ შუსტერი, გუნდის შეტევაში არსებულ პრობლემებს აფასებს. გერმანელის თქმით, ლუის სუარესის გაშვებით, "ბარსამ" მძიმე შეცდომა დაუშვა.

"ბარსას" გოლის გატანა უჭირს, ხანდახან, ეს უიღბლობის გამო ხდება. თუ მატჩის ბედი გადაწყვეტილი არ არის, გუნდი იბნევა, მოთმინებას კარგავს და ინიციატივას მეტოქეს უთმობს. 

შედეგები, რომელიც ლუის სუარესს ჰქონდა, ბრეითუეიტისთვის მიუღწეველია. "ბარსამ", სუარესთან დაკავშირებით, შეცდომა დაუშვა, რომლის შედეგსაც ახლა იმკის.

კუმანი გრიზმანის თაობაზეც არ არის ჩამოყალიბებული. ის სათანადო თამაშს ვერ აჩვენებს. იგი "ბარსას" სტილს ვერ ერგება.

მან კომენტარი, ასევე, "ბილბაოსთან" გასამართი შეხვედრის შესახებაც გააკეთა.

"ბილბაოში" მთავარი მწვრთნელი შეიცვალა, თუმცა "ბარსასთვის" ეს უფრო მეტ სირთულეს ქმნის. თითოეული ფეხბურთელი მარსელინოს ("ბილბაოს" ახალი თავკაცი) გულის მოგებას ეცდება და ბოლომდე დაიხარჯება.

- თქვა მან Onda Cero-სთან ინტერვიუში.

ბასკებმა გაისკა გარიტანო გუშინ, "ელჩესთან" მოგებული მატჩის შემდეგ, გაათავისუფლეს. უკვე ოფიციალურად, მის ნაცვლად, "სევილიას", "ვილიარეალისა" და "ვალენსიას" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, მარსელინო გარსია ტორალი, დაინიშნა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 15 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #15 4 იანვარი 2021 19:34
    0
    ციტატა: me da barca
    ნიდერლანდელმა ვან გაალმა, თავის დროზე რივალდო გაუშვა უფასოდ, მეორე ნიდერლანდელმა სუარესი გაუშვა გუნდიდან უფასოდ.

    ესეიგი ნიდერლანდელების მოსვლა ცუდად იწყება ძლიერი ფეხბურთეკების გაშვებით და ამიტომ მეტი ნიდერლანდელი არ უნდა მოვიყვანოტ ტრენერად მომავალში.😅😂
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    Culé [?]
    #14 4 იანვარი 2021 17:26
    0
    ბრეიტვეირი სუარეზის შემცვლელად არცარავის მოუყვანია დროებითია ეგ რათწმაუნდა 😂😂
    Culé [?]
    #13 4 იანვარი 2021 16:40
    0
    ბასქუ10,
    ყველა ხვდება სუარესის გაშვებით დაშვებულ შეცდომას,ბრეიᲗᲣᲔᲘტიᲗ და გრიზმაᲜᲘᲗ ᲛᲘსი ᲩᲐᲜᲐცვლების მცდელობის უაზრობას, ამ გენიალური იდეის განმხორციელებლის და ავტორის,ზოგადად ბრწყინვალე იდეების მქონე კუმანის გარდა.
    ფანი [?]
    #12 4 იანვარი 2021 16:15
    0
    ახალი ამბავი, მაგას თუ ბარსელონა ვერ ხვდება რომ ბრაიტვაიტი სუარესის დონეს კიარადა მის ნახევარსაც ვერ მიაღწევს კარგად ყოფილა მაშინ საქმე
    Culé [?]
    #11 4 იანვარი 2021 14:28
    2
    ავთანდილ შოშიაშვილის მსგავსი ფრაზა იყო, აბა ბრაითვაიტმა სუარესის დონე როდის უნდა აკრიფოს? 29 თუ 30 წლის ასაკში? smiley
    Culé [?]
    #10 4 იანვარი 2021 14:04
    2
    ბილბაოსთან მართლა დარხეული გვაქვს, ჯერ ისედაც გვიჭირდა მაგათთან ბოლო წლებში და ახლა ახალი მწვრთნელით თავს გამოიკლავენ თან სახლში არიან მითუმეტეს
    ფანი [?]
    #9 4 იანვარი 2021 13:59
    4
    ამას და ლინკერს უფრო მეტად უყვართ ბარსელონა და უფრო სწორი ხედვები აქვთ ვიდრე ახლანდელი საპრეზიდენტო კანდიდატების უმეტესებოას :))
    Culé [?]
    #8 4 იანვარი 2021 12:43
    3
    მართალია ეს კაცი სუარესთან დაკავშირებით.რაც თქვა ყველაფერი ასპროცენტიანია და ყველაფᲔრᲨᲘ ᲛᲐრᲗᲐᲚᲘᲐ. პირველი სიმართლე ბრეითუეიტი სუარესის შედეგს ვერ დებს,ვერც დადებს,მეორე სიმართლე გრიზმანს ᲛᲐრᲗᲚᲐ რა უნდა საერთოდ ბარსელონაში როცა ვერ მოერგო გუნდს და ვერც მოერგება.მესამე კუმანი გრიზმანის შესახებ რომ არ არის ჩამოყალიბებული.უბრალოდ ერთ შესწორებას შევიტან და კითხვას დავსვამ კუმანი საერთოდ რაშია ჩამოყალიბებული,რომელ საკითხთან დაკავშირებით.მარტო გრიზმანის საკითხს რომ ეხებოდეს მისი ჩამოუყალიბლებობა რაღა გვიჭირდა.

    me da barca,
    ვან გაალმა, თავის დროზე რივალდო გაუშვა უფასოდ, მეორე ნიდერლანდელმა სუარესი გაუშვა გუნდიდან უფასოდ.[/quote]
    [quote=me da barca] ნიდერლანდელების საერთო სენია ეტყობა ლოგიკას მოკლებული ქმედებები და აზროვნების დაქვეითებულობა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 4 იანვარი 2021 12:32
    7
    ბრაიტვატს რაც სეზონში გოლი გააქვს ჯეკა ერთ თამაშში იტანს რა შედარებაა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 4 იანვარი 2021 12:24
    2
    ნიდერლანდელმა ვან გაალმა, თავის დროზე რივალდო გაუშვა უფასოდ, მეორე ნიდერლანდელმა სუარესი გაუშვა გუნდიდან უფასოდ.
    Culé [?]
    #5 4 იანვარი 2021 12:03
    2
    ეგ რო ვიცით რა თქმა უნდა. ბრეიტა სუასთანაშედარებით ნოლია. გრიზოც კი ვერ ქაჩავს სუას დონეს და ბრეიტა რას გაქაჩავს. 😂😂😂
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    გულშემატკივარი [?]
    #4 4 იანვარი 2021 11:56
    1
    მოვიდეს დეპაი და გადავა სკამზე ჩვენი ,,9”იანი
    წევრი [?]
    #3 4 იანვარი 2021 11:54
    4
    რო მახსენდება სუარეს რა უქნა კუმანმა უფლება არ მაქ ვთქვა კუმანის მჯერავს თქო.რაც მაგან ქნა პროფესიონალი მწვრთნელი ან თუნდაც ოდნავ ფეხბურთში ჩახედული მწვრთნელი არ იზავს.ეხლა კიდე თავისი სიჯიუტით არ ნანობს სუარესის გაშვებას რო კითხო.ძაან დაბალი დონის გამოხტომები აქ მსაჯებზე და თვითონაც მასეთი სათამაშო სტილი აქ.დიდი იმედი მაქ გააგდებენ არამც თუ გაუშვებენ.პუჩი როდარჩა ჯიბრში ჩაუდგა ასეთი ჩამოსხმა რო იყო მე და ზოგიერთმა დავინახეთ და ხელმძღვანელობამ ვერა?1)კუმანი უნდა მოშორდეს სასწრაფოდ გუნდს.2)მცველია მოსაყვანი და მარჯვენა შემტევი და უნდა დაბრუნდეს 4.3.3 და არა 8 მცველი 2 შემტევი.1-0 გავდივართ ფონს და ეს მოწონთ დავიჯერო ამ ჩამოსხმა ხალხს?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 4 იანვარი 2021 11:52
    2
    მე მგონი ეს კუმანზე უფრო ჭკვიანია. და ალბათ არც ისეთი ჯიუტი.
    ფანი [?]
    #1 4 იანვარი 2021 11:48
    2
    მოსაგებია იგრები სხვა გამოსავალი არ გვაქ, ამ დროში მაინც არაფერი შეიცვლება ამიტომ არაა უკანდასახევი გზა.