უესკა vs ბარსელონა | მატჩისწინა მიმოხილვა
- 2-01-2021, 22:58
-
kraken
- 20

2020 წელი "ბარსამ" მისთვის ერთ-ერთ ყველზე იოლ მეტოქესთან არასასურველი შედეგით დაასრულა. "ეიბარის" წინააღმდეგ წარსულში კატალონიელები არათუ იმარჯვებდნენ, არამედ შინიდან მინიმუმ 3 ბურთით ისტუმრებდნენ. მიუხედავად დომინანტური სტატისტიკისა, წარუმატებელი 2020 წელი ლოგიკური ანგარიშით დასრულდა.
2021 წელს კი "ბალუგრანა" ეცდება ეფექტურად შეეგებოს და ლა ლიგის მიმდინარე გათამაშების ბოლოადგილოსანთან დაგეგმილი 3 ქულა აიღოს.
ესპანეთის უმაღლესი საკლუბო დივიზიონის ეგიდით ეს მხოლოდ მესამე დაპირისპირება იქნება, "ელ ალკორასზე" კი მეორე. გუნდებს შორის ბოლო შეხვედრაში "უესკამ" "ბარსას" ქულებიც კი დააკარგინა.
"ბარსელონას" ლეო მესი უბრუნდება. არგენტინელს "უესკას" წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ აქვს ნათამაშები. ლეოს სწორედ იმ "კამპ ნოუზე" მოგებულ შეხვედრაში ასისტებითა და გოლებით დუბლი აქვს შესრულებული.
გუნდების დანაკლისი
- ტრავმის გამო "ბარსელონას" 5 ფეხბურთელი გამოაკლდება: ანსუ ფატის, ჟერარ პიკესა და სერჟი რობერტოს ტრავმები დიდი ხანია რაც აწუხებთ, ფილიპე კოუტინიო კი "ეიბართან" შეხვედრაში დაშავდა. რაც შეეხება სამუელ უმტიტის, ფრანგ მცველს კუჭის პრობლემა აწუხებს და ამ შეხვედრაშიც იუქმებს.
- "უესკას" ლაზარეთი უფრო მსუბუქად გამოიყურება. ლა ლიგის აუტსაიდერებს მხოლოდ სათადარიგო მეკარე, ანტონიო ვალერა, გამოაკლდება.
საინტერესო სტატისტიკა
- "ბარსელონამ" "უესკას" წინააღმდეგ გამართული უკანასკნელი 3 შეხვედრიდან 2-ში 8 გოლი გაიტანა. ამ ორი მატჩიდან ერთი კოპა დელ რეის ეგიდით გაიმართა.
- "უესკას" ლა ლიგაში გამართული ბოლო 7 საშინაო შეხვედრიდან მხოლოდ 1 გამარჯვება აქვს მოპოვებული. (1მ;4ფ;2წ).
- "ბარსამ" ბოლო 4 გასვლითი შეხვედრიდან 3-ში კარი მშრალად შეინახა.
სავარაუდო XI
"ბარსელონას" XI: ტერ შტეგენი, დესტი, მინგესა, არაუხო, ლანგლე, ალბა, დე იონგი, პიანიჩი პედრი, მესი, ბრეითუეიტი.
"უესკას" XI: ფერნანდესი, ლოპესი, პულიდო, სიოვასი, გალანი, მოსკერა, რიკო, ფერეირო, ონტივეროსი, გარსია, ოკაზაკი.
მწვრთნელების კომენტარები
რონალდ კუმანი:
მიჩელი: "
მატჩის პროგნოზი
Sportsmole: უესკა 0-2 ბარსელონა
WhoScored: უესკა 1-2 ბარსელონა
ტრანსლაცია
შეხვედრა 00:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი შემოგთავაზებთ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 20 ]