მემფის დეპაის შეძენას "მილანიც" შეეცდება

"ლიონის" თავდამსხმელი, მემფის დეპაი, რომლის შეძენაც "ბარსელონას" სურს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კიდევ ერთი კლუბის სამიზნე იქნება.
Sky Italia-ს ინფორმაციით, ნიდერლანდელი ფეხბურთელის შეძენას "მილანიც" შეეცდება. "როსონერი" ბოლო პერიოდის განმავლობაში დეპაის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს.
მიუხედავად ამისა, პრესაში ბოლო დროს გავრცელებული ცნობებით, 26 წლის შემტევს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში თამაში სურს.
დეპაის ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი ზაფხულამდე აკავშირებს, ამიტომაც მისი იანვარში გაფორმება, დაბალი სატრანსფერო თანხის გათვალისწინებით, ნებისმიერი კლუბისთვის ხელსაყრელი იქნება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]