რა ვარიანტები აქვს რონალდ კუმანს ფილიპე კოუტინიოს ჩასანაცვლებლად

რა ვარიანტები აქვს რონალდ კუმანს ფილიპე კოუტინიოს ჩასანაცვლებლად

როგორც იცით, "ეიბართან" გამართულ შეხვედრაში (1-1) კატალონიელთა ფეხბურთელმა, ფილიპე კოუტინიომ ტრავმა მიიღო და სულ ცოტა, თვენახევარს გამოტოვებს.

ამ პერიოდში რონალდ კუმანის შეგირდებს 10 მატჩის (თუ ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალში "რეალ სოსიედადი" დავამარცხეთ) ჩატარება უწევთ, ლაზარეთში კი უკვე 4 მოთამაშე - ჟერარ პიკე, სერჟი რობერტო, ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო - იმყოფება.

შესაბამისად, ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ახალი გეგმები უნდა შეადგინოს, რათა იანვრის თვის ურთულესი კალენდარი წარმატებულად დაძლიოს. ყველაფერთან ერთად, "ატლეტიკოსთან" თამაშის გარდა, "ბარსამ" დანარჩენი დაპირისპირებები გასვლაზე უნდა ჩაატაროს.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, როგორც Mundo Deportivo იტყობინება, პედრი ბრაზილიელის შეცვლის მთავარი კანდიდატია, თუმცა კუმანს ასევე აქვს რიკი პუჩისა და კარლეს ალენიას ვარიანტები.

მიუხედავად ამისა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ რთული სავარუდოა, უკანაკსნელ ორ მათგანს რონალდი რამდენად გამოიყენებს, ვინაიდან, რიკარდი და კარლესი 57 წლის სპეციალისტის გეგმებში არ შედიან და მათი იჯარით გაშვებაც სურდა. მაგრამ, ფილიპეს დაზიანების შემდეგ, შესაძლოა, კუმანმა ერთ-ერთი მათგანის დატოვებაზე თანხმობა განაცხადოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 1 იანვარი 2021 14:10
    0
    კოუტინიოს შეცვლა შეუძლებელია, ის ფასდაუდებელია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 31 დეკემბერი 2020 20:53
    1
    თან "კოუტინიოს შემცვლელი" უხერხულად ჟღერს, როდესაც თვითონაც ღრმა ზამენაა
    BARCELONA FOREVER
    სტუმარი [?]
    #10 31 დეკემბერი 2020 20:16
    1
    პროსტა ცადე პუჩი ერთხელ რა მოგივა დაგინებული გაქ შე ლენგლე მი...ლო :დ
    Culé [?]
    #9 31 დეკემბერი 2020 17:54
    1
    პუჩი იქნება ერთადერთი ვისაც არ მოისაზრებს კოუტინიოს ადგილზე დარწმუნებული ვარ.
    ფანი [?]
    #8 31 დეკემბერი 2020 15:17
    4
    ისე და ბართუშას ერთი დიდი ვირთხის ქანდაკება რომ აუშენენ და დადგან სადმე სტადიონის მახლობლად კარგი საყურებელი იქნება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 31 დეკემბერი 2020 15:09
    4
    პუჩი ათამაშე შე დედა მიცენზურებულო პუჩიი გვაღირსე ერთხელ პედრი დე იონგის პუჩის ტრიო ცენტრში
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 31 დეკემბერი 2020 14:22
    3
    მოკლედ ეს არაფრის მომგონი არ არის, წავიდეს ცოტახნით სიმეონეს სთხოვოს გაკვეთილები. გუშინ ატლეტიკო ხეტაფეს ეთამაშა, როგორც კომენტატორმა თქვა, 2011 წლიდან რაც სიმეონე ატლეტიკოს მწვრთნელია, ხეტაფეს მე-18 ედ შეხვდა და იცით რამდენი გოლი გაუშვა? არცერთი! ანუ 9 სეზონია ხეტაფესთან გოლი არ გაუშვია, და ამ წლებში ვერ ვიტყვით, რომ ატლეტიკომ ბარსას თუნდაც ნახევარი რაოდენობის ტიტულები მოაგროვა, მაგრამ მე მეეჭვება ჩვენ ხეტაფესგან გოლი არ გაგვეშვა თუმცა რა ხეტაფე ჩვენ ალბათ ვერ ვნახავთ ლა ლიგაში გუნდს, რომ ბურთი არ გვქონდეს გაშვებული. ჩვენ "პენსიონერი" ვაჩუქეთ ატლეტიკოს, პირდაპირ მეტოქეს, "პენსიონერი" რომელიც თამაშს თითქმის უგოლოდ არ ტოვებს და ლა ლიგის ბომბარდირებში ლიდერს იაგო ასპასს 1 ბურთით ჩამორჩება, რომელსაც 16 თამაშში 9 გოლი აქვს გატანილი. სუარესს კი 8 გოლი მხოლოდ 11 თამაშში. ისე ცნობისთვის ლეოს სულ 7 ბურთი აქვს გატანილი 14 თამაშში და ბენზემაც კი ასწრებს. დღეს ვინ გვყავს გუნდში გამტანი, ვისი იმედი გაქვთ მოედანზე რო გადის გუნდი. ატლეტიკოში სუარესი ამ სამ-ოთხ თვეში იმდენად გახდა ძირითადის მოთამაშე, რომ ატლეტიკომ დიეგო კოშტაც კი გაუშვა გუნდიდან.
    ამიხსენით ამ კუმანს თვალები არა აქვს, ის ფეხბურთელებს თამაშით არჩევს თუ პასპორტით? ასე რო იყოს, მაშინ რონალდუც და იბრაც უკვე პენსიაზე უნდა იყვნენ. ამ კაცს ტვინი სადა აქვს, ოღონდ ნუ იტყვით აქ რომ სახელფასო უწყისი განტვირთაო ბარსამ. მე რომ მკითხოთ სუარესზე ადრე გასაშვები ნახევარი გუნდი დაგვრჩა და ძალიან მეეჭვება იმათი ხელფასი ერთად სუარესის ხელფასზე ნაკლებია, მითუმეტეს კაცი იძახდა მოიყვანეთ შემცვლელიო და სკამზეც არ თაკილობდა დაჯდომას, ხოლო ხელფასს რაც შეეხება: რა მესიმ არ შეიმცირა ხელფასი? თუმცა რა მესი, მთელი გუნდი "პოსლეზე არ თამაშობს? და სუარესი უარს იტყოდა? და ბოლოს როგორც მოველოდით ატლეტიკომ ისევ ნოლზე მოუგო ხეტაფეს და ის ერთადერთი გოლიც რა თქმა უნდა სუარესმა ულამაზესი თავურით გაიტანა.

    ციტატა: Memphis Depay
    ალენია თუ დატოვა და რიკი გაუშვა ამას მოუხან ყველაფერი, არაწორად ექცევა პუჩს ძალიან. ვაფშედა ატლეტიკოს და რეალს რო ვუყურებ, აი რატო უნდა იყვნენ ლიდერები და ჩვენ ასე უკან? ამ რესურსითაც უპრობლემოდ შეგვიძლია სანახაობაც იყოს და შედეგიც, ეს პიტალო რო სწორ გადაწყვეტილებებს იღებდეს. ცალკე უბედურებაა ეს ბავშვური შეცდომები, ჯერ ლანგლე, მერე შტეგენი, ახლა არაუხო ნუ ასეთ უაზრობები რატო ხდება? ყველა უბედურებას ერთბაშადაა მოყრილი.

    ბავშვურ შეცდომებზე ზემოთ უნდა დამეწერა და ეხლა გამახსენდა. ატლეტიკოს ხეტაფესთან გოლი არა აქვს გაშვებული რაც სიმეონეა გუნდში, იმის თქმა მინდა რომ ნამდვილი პროფესიონალები გოლს ასე მარტივად და უფრო ზუსტად დებილურად არ უნდა უშვებდნენ. ჩვენ ვინ დაგვრჩა დაცვაში მეკარის ჩათვლით ისეთი, რომ გუნდი არ დაეღალატებინოთ? ტერშტეგენი? ატლეტიკოსთან რო აღარ ვთქვათ რომა მოიგონეთ 50-მეტრიდან რო გაუშვა და კიდევ უამრავს მოიგონებდა კაცი თუნდაც სეზონში ერთადერთი თამაში რო წავაგეთ 2018-ში, მესის გარეშე 3-4 თუ 4-5 ისიც აღარ მახსოვს. ალბა? ლენგლე? პიკე? აგერ არაუხოც დაემატათ და ასე შემდეგ...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 31 დეკემბერი 2020 14:09
    1
    რიკიმ უნდა ჩაანაცვლოს,ყველა ვარიანტში
    შეიძლება ტრინკაო დაწიოს უკან ჯინაზე, მაგისგან არაფერია გამორიცხული
    გულშემატკივარი [?]
    #4 31 დეკემბერი 2020 13:50
    5
    პედრი ჩაანაცვლებს კოუტინიოს? პედრიმ მოსვლის დღიდანვე ჩაანაცვლა კოუტინიო... <3
    ფანი [?]
    #3 31 დეკემბერი 2020 13:06
    1
    არანაირი ვაინალდუმი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 31 დეკემბერი 2020 13:03
    2
    პედრი არაა კოუტინიოს შემცვლელი, პედრი თვითონაა ძირთადის ფეხბურთელი
    არანაირი ვაინალდუმი, ალაბები და მტრების ბანაკებიდან მოსული ხალხი არაა საჭირო გუნდში, თუნდაც გრიზმანები და კოუტინიოების მაგალითიც კმარა
    ფანი [?]
    #1 31 დეკემბერი 2020 12:26
    2
    ალენია თუ დატოვა და რიკი გაუშვა ამას მოუხან ყველაფერი, არაწორად ექცევა პუჩს ძალიან. ვაფშედა ატლეტიკოს და რეალს რო ვუყურებ, აი რატო უნდა იყვნენ ლიდერები და ჩვენ ასე უკან? ამ რესურსითაც უპრობლემოდ შეგვიძლია სანახაობაც იყოს და შედეგიც, ეს პიტალო რო სწორ გადაწყვეტილებებს იღებდეს. ცალკე უბედურებაა ეს ბავშვური შეცდომები, ჯერ ლანგლე, მერე შტეგენი, ახლა არაუხო ნუ ასეთ უაზრობები რატო ხდება? ყველა უბედურებას ერთბაშადაა მოყრილი.