რონალდ კუმანი უსმან დემბელეს მომავალშიც დაეყრდნობა
- 31-12-2020, 11:30
-
Tsitsi
- 13

მაშინ, როცა ლიონელ მესიმ ტრავმის გამო "ეიბართან" შეხვედრა (1-1) გამოტოვა, ანტუან გრიზმანის ცუდი თამაში კი ახალი ამბავი არაა, ის ფეხბურთელი, ვინც გუნდს შეტევაში ულიდერა, უსმან დემბელეა. ამ უკანასკნელმა ტრავმა ახლახან მოიშუშა.
ბასკურ კლუბთან მატჩში რონალდ კუმანმა სერჟინიო დესტი, რომელიც შედარებით შეუმჩნეველი იყო, მოედნიდან გაიყვანა, მეორე ტაიმი კი სწორედ ფრანგ შემტევს დაუთმო, რომელმაც თამაში გაამწვავა და გამათანაბრებელი გოლიც გაიტანა.
გარდა ამისა, 23 წლის მოთამაშემ 2 დრიბლინგი და 3 დარტყმა (2 მათგანი კარში ზუსტად წავიდა) განახორციელა, ერთ-ერთ ეპიზოდში კი "რაბონაც" შემოგვთავაზა.
ამ ყველაფრის შემდეგ, Mundo Deportivo იუწყება, რომ იანვარში გასამართ დაპირისპირებებში უსმან დემბელე ძირითადი შემადგენლობიდნ დაიწყებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]