2 გოლი სიმბოლურ ნიშნულამდე
- 29-12-2020, 12:34
-
josephk
- 8

2020 წელი "ბარსელონასთვის" უმძიმესი გამოდგა. გუნდმა, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით რეგრესი განიცადა. მათ შორის, საგრძნობლად არის შემცირებული თამაშის ხარისხი და, შესაბამისად, შედეგიანობაც, რაც არა მარტო "ბარსელონას", არამედ, ზოგადად, ლა ლიგის პრობლემადაც იქცა.
წელს, "ბარსელონამ" 47 შეხვედრა ჩაატარა, მეტოქის კარის აღება კი 98-ჯერ შეძლო. "ეიბართან" წლის უკანასკნელ შეხვედრაში, გუნდს შეუძლია, 100-გოლიან ნიშნულს მიაღწიოს.
98 გოლი გუნდმა სამი სხვადასხვა მწვრთნელის ხელმძღვანელობით გაიტანა. მთავარი მწვრთნელის სავარძელში ყველაზე დიდხანს კიკე სეტიენი იჯდა, შესაბამისად, ყველაზე მეტი გოლიც მის პერიოდზე მოდის.
მწვრთნელი | თამაში | გოლი |
ერნესტო ვალვერდე | 2 | 4 |
კიკე სეტიენი | 25 | 50 |
რონალდ კუმანი | 20 | 44 |
გუნდის საუკეთესო ბომბარდირი 26 გოლით, რა თქმა უნდა, ლეო მესია. მას მოჰყვებიან ანტუან გრიზმანი (12), ანსუ ფატი (10), ლუის სუარესი (8), მარტინ ბრეითუეიტი (6), კლემან ლანგლე (4) და სხვა.
98 გოლიდან 67 ლა ლიგაზე მოდის, 22 ჩემპიონთა ლიგაზე, 7 კოპა დელ რეიზე, 2 კი - ესპანეთის სუპერთასზე.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]