რონალდ არაუხო გასული ტურის ყველაზე სანდო ფეხბურთელად დასახელდა

კატალონიის "ბარსელონას" ურუგვაელი მცველი, რონალდ არაუხო ლა ლიგის მე-15 ტურის ყველაზე სანდო ფეხბურთელად დასახელდა.
21 წლის მოთამაშემ "ვალიადოლიდის" წინააღმდეგ შეხვედრაში 51 პასი განახორციელა, საიდანაც 50 ზუსტი აღმოჩნდა. შესაბამისად, "ბლაუგრანელმა" 98%-იანი სიზუსტე დააფიქსირა.
ამას გარდა, არაუხომ "ხოსე სორილიაზე" თავდაჯერებული პერფორმანსი შემოგვთავაზა და გამოცემა Sport-ისგან 7-ქულიანი შეფასებაც დაიმსახურა.
აღნიშნული ფაქტის შესახებ პრიმერა დივიზიონის Facebook-ის ოფიციალური გვერდი შემდეგი პოსტით გვამცნობს:
'
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]