"ბარსას" ხელბურთის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია

უცნაური ამბები ხდება ხელბურთში. 2020/21 წლების სეზონში "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის ფინალში გავიდა.
არ მოგეჩვენათ - ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების გათამაშებაში "ბლაუგრანამ" უკვე 8 მატჩი ჩაატარა (რვავე მოიგო), რამდენიმე წუთის წინ კი, კატალონიური გუნდი ლიგის წინა სეზონის ფინალში გავიდა.
მიზეზს ალბათ ხვდებით - პანდემიის გამო, წინა სეზონის დასკვნითი ეტაპის მატჩების ჩატარება აქამდე ვერ მოხერხდა. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს," პარი სენ-ჟერმენთან" გამართულ ნახევარფინალში "ბარსელონა" ფავორიტად მიიჩნეოდა. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგულმა გუნდმა პირველ ტაიმში წინ 3 ქულით გასვლა მოახერხა, შეხვედრა მაინც ესპანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 37-32 დასრულდა.
ფინალური თამაში 29 დეკემბერს შედგება. "ბარსას " მეტოქე გერმანულ "კიელსა" და უნგრულ "ვესპრემს" შორის გამარჯვებული იქნება.
ცნობისთვის, "ბარსელონას" ხელბურთის გუნდი 9 ტიტულით ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესოა.
აღსანიშნავია, რომ ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე, ფეხბურთშიც სწორედ პსჟ-ს დავუპირისპირდებით. მატჩები 16 თებერვალსა და 10 მარტს გაიმართება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]