"ეიბართან" მესის გარეშე | 3 სახის ტაქტიკური მონახაზი

"ეიბართან" მესის გარეშე | 3 სახის ტაქტიკური მონახაზი

ვერ ვიტყვით, რომ "ბარსას" ლეოს გარეშე თამაში კარგად აქვს დაცდილი, მაგრამ ბოლო შეხვედრაში , სადაც "ფერენცვაროში" სტუმრად 3-0 გაანადგურეს, გუნდის ყველა წევრი განსაკუთრებით მოტივირებული იყო.

ქვემოთ 3 სახის ტაქტიკურ მონახაზს განვიხილავთ, რომელიც ლა ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ გუნდთან, შესაძლოა, ყველაზე უპრიანი აღმოჩნდეს.

ვარიანტი N1

რონალდ კუმანმა, შესაძლოა, 4-2-3-1 ტაქტიკაზე გადასვლა ამჯობინოს, რითაც "ბარსელონას" შეტევითი პოტენციალი უკეთესად გამოჩნდება.

ლეო მესის ჩანაცვლებას მარჯვენა ფლანგზე მეათედ დაბრუნებული უსმან დემებელე შეეცდება.

მარცხნივ კი კოუტინიოს პედრი ჩაანაცვლებს. ბოლო პერიოდში ესპანელი ცალსახად ბრაზილიელზე უკეთ გამოიყურება.

ვარიანტი N2

ლანგლეს ბოლო შეხვედრაში კარგმა თამაშმა, შესაძლოა, მინგესას ნაცვლად მისი ძირითად შემადგენლობაში განწესება განაპირობოს.

"ვალიადოლიდთან" შეხვედრის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში სერხიო ბუსკეტსის დაბრუნების ვარიანტიც უნდა განვიხილოთ.

ტრავმიდან დაბრუნებული უსმან დემბელე კი დიდი შანსია სრულად არ დატვირთონ და თამაშში ჩართვის საშუალება მეორე ტაიმიდან მისცენ.

ვარიანტი N3

"ვალიადოლიდთან" გამოყენებულმა 3-5-2 ტაქტიკამ აშკარად ეფექტურად იმუშავა.

გამარჯვებულ შემადგენლობას კი მწვრთნელები იშვიათად ცვლიან. ამ შემთხვევაში მხოლოდ 2 იძულებითი ცვლილების გაკეთება გახდება საჭირო. ფირპო დისკვლიფიცირებულ ჟორდი ალბას ჩაანაცვლებს, გრიზმანი კი - მესის.

 

 



 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 29 დეკემბერი 2020 18:41
    0
    პირველი კარგია
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    წევრი [?]
    #9 29 დეკემბერი 2020 17:12
    0
    პირველი და მესამე კანფეეტ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 28 დეკემბერი 2020 22:12
    1
    მინც მგონია, რომ მე-3 ვარიანტი უკეთესად იმუშავებს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 28 დეკემბერი 2020 21:35
    0
    გრიზი დაგლიჯავს ხვალ, მერე კუმანი იტყვის არ უმართლებსო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 28 დეკემბერი 2020 20:07
    0
    პირველი ვარიანტი ჯობია
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    BARCELONA FOREVER
    სტუმარი [?]
    #5 28 დეკემბერი 2020 20:03
    0
    მგონი პორველს არაუშავს მარა რაც გინდა ის იყოს მაინც მოიგებენ :დ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 28 დეკემბერი 2020 19:38
    2
    აქედან არცერთი ტაქტიკა არიქნება :)) სამი შემტევით ითამაშებს ბრეითვეითი კოუტინიო და გრიზმანი დადგება შეტევაში.. დეიონგი ბუსკეცი პედრი ნახევარდაცვაში.
    არაუხო მინგესა ლენგლე დესტი დაცვაში
    ფანი [?]
    #3 28 დეკემბერი 2020 19:30
    0
    პირველი ვარიანტი არაა ცუდი, უბრალოდ მინგეზას მაგიერ უმტიტი მაინტერესებ.
    Culé [?]
    #2 28 დეკემბერი 2020 19:29
    0
    ამ სეზონში მესის გარეშე კარგად გამოდიან და ხვალაც დაადებენ ეიბარს.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #1 28 დეკემბერი 2020 19:27
    1
    მგონი ეიბართან მესამით თავისუფლად მოვიგებთ. მესამე მომწონს.
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "