ჟერარ პიკე: იმედი მაქვს, იანვარში თამაშს შევძლებ

ჟერარ პიკე: იმედი მაქვს, იანვარში თამაშს შევძლებ

დუბაიში, 2020 წლის Globe Soccer Awards-ის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა, რომელსაც "ბარსელონას" ესპანელი ფეხბურთელი, ჟერარ პიკე, ესწრებოდა.

პიკემ განსაკუთრებული კარიერისთვის, სპეციალური ჯილდო მიიღო. 

ამ პრიზის მიღება ჩემთვის დიდი პატივია. რთული წელი გამოდგა და როგორც პრეზიდენტმა [ჯანი ინფანტინო] თქვა, ვიმედოვნებ, რომ ჩვეულ ცხოვრებას მალე დავუბრუნდებით.

პიკემ კომენტარი, ასევე, ტრავმის, რობერტ ლევანდოვსკის, კრიშტიანუ რონალდუსა და იკერ კასილიასის შესახებაც გააკეთა.

იმედია, ტრავმას მალე მოვიშუშებ და იანვარში თამაშს შევძლებ. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ფეხბურთის თამაში კიდევ 3-4 წელი მსურს.

ლევანდოვსკის წინააღმდეგ, დავმარცხდი, თუმცა კარგი ურთიერთობის შენარჩუნება სასიამოვნოა. ახლა, მსოფლიო საფეხბურთო ოჯახი იმაზე მეტად ერთიანი უნდა იყოს, ვიდრე ოდესმე.

კრიშტიანუ რონალდუ დიდებული, ექსტრაორდინალური ფეხბურთელია. მასთან და იკერ კასილიასთან ერთად თამაშისა და ტიტულების მოგების შესაძლებლობაც მქონდა.

ასევე, Globe Soccer Awards-მა 21-ე საუკუნის პირველი ორი ათწეულის საუკეთესო მწვრთნელად პეპ გვარდიოლა დაასახელა, საუკეთესო გუნდად მადრიდის "რეალი", საუკეთესო ფეხბურთელად კი - კრიშტიანუ რონალდუ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #10 28 დეკემბერი 2020 12:43
    0
    ლენგლეს ყოფნას მოედანზე ამის ყოფნა არ ჯობს?
    ფანი [?]
    #9 28 დეკემბერი 2020 11:56
    0
    დაისვენე თებერვალში უკვე უნდა იყო პსჟსთან
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 27 დეკემბერი 2020 23:05
    0
    ჯობია ცოტაც კიდევ დაისვენო და არ იჩქარო პიკეჯან barca-6
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 27 დეკემბერი 2020 22:38
    2
    საუკეთესო გუნდი რეალი და ფეხბურთელი რონალდოო???მესიმ 6ოქროს ბურთი მოიგო,რამდენი რეკორდი მოხსნა!!!და ზოგადად ამათ გვარდიოლას ბარსა არ უნახავთ???რეალმა 21-ე საუკუნეში 5ლიგა მოიგო,ბარსამ 4!!!ბარსამ ითამაშა ყველაზე ლამაზი ფეხბურთი რომელიც მსოფლიოს უნახავს,ტიპებმა ფერგიუსონი ხახადაფჩენილი დატოვეს და რა რეალი.მაგ ვარსკვლავებით გაძეძგილ სამონეთს ლა მასიელებით ვახევდით ბურთს თავზე.ან 6-2 არ ახსოვთ,5-0,0-4,0-3,5-1!!!
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #6 27 დეკემბერი 2020 21:25
    2
    ეს და არაუხოო უნდა იყვნენ სეზონის ბოლომდე და იქნებ მოიყვანონ ვინმრ ან უმტიტი ჩადგეს ბოლობოლო ხო უნდა ეღირსოოს ჯამრთელობა მაგ კაცს
    BARCELONA FOREVER
    სტუმარი [?]
    #5 27 დეკემბერი 2020 21:05
    1
    მოდი მოდი :დ
    ფანი [?]
    #4 27 დეკემბერი 2020 21:00
    2
    ისე მაგარი @იგააქვთ ამ დაჯილდოვებას მესიმ 2011 წელს ლიგა და ლა ლიგა მოიგო გაიტანა 91 გოლი და ფალკაოს შეტენეს ეს ჯილდო დდდ სასაცილოა აბარაარი🤣🤣🤣
    Kritikosi ani
    სტუმარი [?]
    #3 27 დეკემბერი 2020 20:48
    0
    Reali saukunis sauketeso Gundam dasaxelda toni saukunis sauketeso fexburtelad
    ფანი [?]
    #2 27 დეკემბერი 2020 20:48
    1
    იმ ტიპმა მესისთან რომ ინტერვიუ ჩაწერა დაპოსტა რაღაც პსჟს და სიტის წიგნებია 2 და მესის მაისური აგდია ზედ თან შავი სურათია 🥺
    ფანი [?]
    #1 27 დეკემბერი 2020 20:46
    0
    გვარდი ზე მწვრთნელი❤❤