რა მოხდა სტამბოლში? - "ბარსელონამ" საკუთარი მოთამაშე თვითმრფინავში არ აუშვა

რა მოხდა სტამბოლში? - "ბარსელონამ" საკუთარი მოთამაშე თვითმრფინავში არ აუშვა

"ბარსელონა" ღრმა კრიზისშია. საუბარი არც მხოლოდ ფეხბურთზე გვაქვს და არც მხოლოდ სპორტულ შედეგებზე - მოედანს მიღმა კლუბი ჩამოშლილია.

ამის ერთ-ერთი მტკიცებულება რამდენიმე დღის წინ მომხდარი რბილად რომ ვთქვათ არცთუ სასიამოვნო ფაქტია.

"ბარსელონას" საკალათბურთო გუნდი სტამბოლში ევროლიგის შეხვედრას ატარებდა. კატალონიელთა ფრანგი კალათბურთლი ტომა ერტელი "ანადოლუ ეფესთან" გამართული მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა. მან თამაშს თვალი ტრიბუნებიდან მიადევნა. ამის მიზეზი ისაა, რომ "ბარსამ" ერტელი "დასაჯა".

31 წლის გამთამაშებელებს "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. ადრე არსებული ინფომრაციით, ის მოლაპარაკებებს "ფენერბაჰჩესთან" აწარმოებდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ერტელი მადრიდის "რეალთან" ფარულ მოლაპარაკებებს მართავდა. ამის გამო მოთამაშის დასჯა და განაცხადს მიღმა დატოვება გასაკვირი ნამდვილად არაა, მაგრამ...

თამაშის შემდეგ ტომა ერტელი "ბარსელონას" თვითმრიფნავში არ აუშვეს და ის სტამბოლში დატოვეს. კალათბურთელმა თავი ჯერ თანამემამულე კალათბურთელს შეაფარა, შემდეგ კი ბარსელონაში ლიონის გავლით დაბრუნდა. სტატიის მთავარი სურათი სწორედ ლიონშია გადაღებული, სადაც ერტელი მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელებს შემთხვევით შეხვდა.

"ბარსელონას" ყოფილმა ფრანგმა კალათბურთელმა, კევინ სერაფინმა მომხდარის კომენტირებისას Twitter-ზე დაწერა, რომ მას "ბარსელონასგან" ასეთი რამ არ უკვირს. მან კლუბის თანამშრომლებს საახალწლოდ ჭკუა უსურვა.

მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა "ბარსელონამ". კატალონიელები ტომა ერტელის თურქეთში დატოვებას ადასტურებენ, მაგრამ აცხადებენ, რომ მისთვის სასტუმროც დაჯავშნილი იყო და მეორე დღეს კატალონიაში დასაბრუნებელი ბილეთიც.

ესეც ტომას ერტელი 4 წლის წინ, თურქეთში, "ბარსელონაში" გადმოსვლამდე, "რეალის" მაისურით.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 27 დეკემბერი 2020 02:02
    0
    რეალს შეიძლება უარესი ექნა, ასეთი იუდა თუ ეყოლებოდა გუნდში.
    ფანი [?]
    #10 26 დეკემბერი 2020 23:03
    0
    მეტის ღირსია ძაან კაი თუ არ აუშვეს. იმ სპორტცმენის დ... შ .. რომელიც ბარსადან რეალში გადავა ან პირიქით !!!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 26 დეკემბერი 2020 21:10
    0
    ფიგუმ ამის შემდეგ თავისი მაისური და შემწვარი გოჭისთავი გამოუგზავნა smiley
    Culé [?]
    #8 26 დეკემბერი 2020 20:38
    0
    ფიგუსნაირი მოღალატეები <<ცენზურის დარღვევა>> გუნდიდან. კლუბი დაიკიდა და არც კი გააფრთხილა რომ სხვა გუნდთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს თან რეალთან ხოდა ამათმაც დაიკიდეს. ძაან კაი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 26 დეკემბერი 2020 19:57
    0
    თუ ეგ სიმართლეა ღირსიც ყოფილა და მეტიც ეკუთვნის მოღალატეების ადგილი ბარსაში არაა გინდა საფეხბურთო გუნდი იყოს და გინდა კერლინგის
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #6 26 დეკემბერი 2020 19:42
    0
    ესარცვიცი ვინაა ;დ
    Culé [?]
    #5 26 დეკემბერი 2020 19:27
    1
    მოღალატეს მეტი ეკუთვნის
    ფანი [?]
    #4 26 დეკემბერი 2020 19:26
    0
    ესეთი არაპროფესიონალური ხელმძღვანელობა რაც ბარსელონას ყავდა ბოლო 5 წლის განმავლობაში არცეთ სპორტში და სფეროში არ მეგულება, ტიპებმა გუნდს(ფეხბურთი თუ კალათბურთი თავისი მომავლით) ისეთი ბოროტება გაუკეთეს, ახალი არჩევნების მერეც მაგათი ჩასვრილი საქმეები ჯერ კიდევ წინ დახვდება გუნდს. მე რო მკითხო წინა პრეზიდენტი(თავისი დამქაშებით) უბრალოდ უნდა გასამართლდეს ღალატისთვის
    BARCELONA FOREVER
    სტუმარი [?]
    #3 26 დეკემბერი 2020 19:16
    1
    ეს ვინაა ვაბშე არვიცი :დ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 26 დეკემბერი 2020 19:12
    2
    იცოდი რო რეალის მლოკველი იყო რაღას მოათრიე და თუ ჭამე დედიშენისა მოიქეცი ღირსეულად, რა საქციელია დატოვეს თურქეთში და სასტუმრო უქირავეს, იმას კი არ ასწავლეს ჭკუა ზედმეტი ფული გაისროლეს ამ დიშლებმა
    გულშემატკივარი [?]
    #1 26 დეკემბერი 2020 19:01
    1
    აგოიმებენ ამ ბარსას სინამდვილეში ალბათ ბარსამ რაც თქვა ეგრეა
    --------------------
    Always basca