სიმართლე კოუტინიოს გარშემო აგორებულ ჭორებთან დაკავშირებით

სიმართლე კოუტინიოს გარშემო აგორებულ ჭორებთან დაკავშირებით

ბოლო დღეებში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" "ლივერპულს" დამატებით 20 მილიონ ევროს გადაუხდის, თუ ფილიპე კოუტინიოს კატალონიური გუნდის მაისურით 100 თამაში დაუგროვდება.

ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. "ბარსელონასა" და "ლივერპულს" შორის 2017 წლის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულება მსგავს დათქმას ნამდვილად ითვალისწინებს - თუ კოუტინიო "ბარსელონაში" 100 შეხვედრას ჩაატარებს, "ლივერპული" 20 მილიონს ნამდვილად მიიღებს, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი.

ხსენებული თანხა გაყოფილია 4 ნაწილად და ყოველ 25 თამაშზე "ბარსელონა" 5 მილიონ ევროს იხდის. ვინაიდან კოუტინიომ "ბლაუგრნაში" 75 თამაშზე მეტი ჩაატარა, კატალონიელებს 20-დან 15 მილიონი ევრო უკვე გადახდილი აქვთ და 100 თამაშის დაგროვების შემთხვევაში, მათ მხოლოდ 5 მილიონის გადახდა მოუწევთ.

შესაბამისად, კოუტინიოსთან დაკავშირებით გავრცელებული ჭორების ის ნაწილი, რომელიც ბრაზილიელის იანვარში ამ 20 მილიონი ევროს გამო გაყიდვას ეხებოდა, უბრალო ჭორია.

რაც შეეხება კოუტინიოს "ბარსელონაში" ტრანსფერის დეტალებს: კატალონიურმა კლუბმა 120 მილიონი ევრო ფიქსირებულად გადაიხადა, 40 მილიონი კი ბონუსების სახით იყო გათვალისწინებული. ამ 40 მილიონიდან 25 მილიონი უკვე გადახდილია - 5-5 მილიონი 2019 და 2020 წლებში ჩემპიონთა ლიგაზე გასვლისთვის და 15 მილიონი 75 თამაშის ჩატარებისთვის.

კიდევ 5-5 მილიონი იყო გათვალისწინებული "ბარსელონას" მიერ 2019 და 2020 წელს ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის, მაგრამ "ბარსელონას" მიერ ამ 10 მილიონის დაზოგვაზე "ლივერპულმა" და "ბაიერნმა" იზრუნეს.

თავიდან გათვალისწინებული 160 მილიონიდან 145 უკვე გადახდილია, 10 მილიონის ბონუსი განულდა და დარჩენილია 5 მილიონი, რომელსაც "ბარსელონა" გადაიხდის, თუ კოუტინიო გუნდის მაისურით კიდევ 11 თამაშს ჩაატარებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #12 27 დეკემბერი 2020 18:28
    0
    Albicelecte,
    და ისევ ჩვენ შემოგვეტენა.წასულიყო ფეხბურთიდან მაშინ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 27 დეკემბერი 2020 01:29
    0
    ასეთ იდიოტურ ხელშეკრულებას მარტო ბართო თუ დათანხმდებოდა. თუნდაც ლივერპულში თამაშის ხარისხითაც ამხელა თანხა კოუ არ ღირდა, ბარსაში ხომ მოსიარულე კუნძია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 26 დეკემბერი 2020 21:29
    0
    Nini,
    გეთანხმები, მაგრამ ბავარიამ არ დაიტოვა
    არც "მთხოვნელი" გამოუჩნდა და დაბრუნდა ისევ კამპ ნოუზე

    იცოდნენ, რომ გუნდს ვერაფერს ახეირებდა და ამიტომ არავინ მოინდომა თუნდაც 35-40 გადახდა, რადგან ამჯობინეს გუნდისთვის უსარგებლო და ატმოსფეროს გამფუჭეველი ფეხბუღტელი ისევ აქ დარჩენილიყო... ნუ თითქოს ჩანდა რაღაც ვარიანტები, რომელსაც უკადრიდობდა ლიგის გამარჯვებული და სელესაოს ერთ-ერთი ლიდერი
    Culé [?]
    #9 26 დეკემბერი 2020 19:38
    0
    არც უნდა დაებრუნებინათ საერთოდ.არ არის ამის ადგილი ბარსელონას შემადგენლობაში.
    BARCELONA FOREVER
    სტუმარი [?]
    #8 26 დეკემბერი 2020 19:06
    0
    ვფიქრობ რო ეს უნდა გაყიდოს ბარსამ და მაგ ფულით ჰალანდს მოიყვანს ლაპორტა :დ
    Culé [?]
    #7 26 დეკემბერი 2020 17:07
    1
    არავის ტრანსფერზე ასე ჩასაფრებული არ ვყოფილვარ სოც ქსელებში როგორც ამაზე რო გამეგო ტრანსფერი შედგა მარა არაფერში არ ივარგა კაცის მოტყუებაც კი უჭირს, დარტყმა ხო რავი ბოლოს როდის გაისროლა.ელემენტარული სწორი პასიც უკვე პრობლემაა, მთლად ამის ბრალიც არაა სისტემურად გუნდი ნეხვშიბ არა . მაინც როგორც ფეხბურთელი რა იყო და რა გამოდგა. მესი თუ წავა 90% დასატოვია მარა რავიცი. დემბო ერთს ითამაშებსბდა ეტყობა რო ტრავმის პრობლემა რო არა იყომარეებდა მარა ეს რავიცი
    ფანი [?]
    #6 26 დეკემბერი 2020 16:33
    1
    შევა ფორმაში ნმჯერა
    Culé [?]
    #5 26 დეკემბერი 2020 15:28
    1
    გაყიდიან კოუს მარა ამით რა, გუნდი ასაწყობია თავიდან ბოლომდე და ასე თამაში ყველას უჭირს. ვინმე კარგ სეზონს ატარებს ბარსელონადან? სისტემაა ასაწყობი თორე ასე ინდივიდუალურად ვერც ერთი ითამაშებს შეკრული გუნდის წინააღმდეგ. აგერ კლოპის ლივერპულს შეხედეთ, სულ რომ სალაჰი მოხსნა და მილნერი დააყენო მანდ მაინც იგივე ფეხბურთს ითამაშებენ იმიტომ რომ აწყობილი სისტემაა და ყველამ იცის რა უნდა ქნას.
    Culé [?]
    #4 26 დეკემბერი 2020 14:59
    0
    ვერა რა
    ANSU FATI 10
    სტუმარი [?]
    #3 26 დეკემბერი 2020 14:56
    1
    ეს ან გაყიდონ ან კიდევ ნუ ათამაშებენ ერთი დარტყმა იცოდა და მაგასაც ვეღარ შვრება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 26 დეკემბერი 2020 14:36
    3
    ანუ არანაირი თამაში, ზამთარში კაი 30-35-ში თუ გაიყიდა, მშვენიერი იქნება
    ლივერისთვის მისაცემი 5 მილიონი კიდევ ლიონს და დეპაის ტარნსფერიც გაიჩარხება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 26 დეკემბერი 2020 14:31
    5
    გასაყიდია ეს და ზამთარშივე უნდა გაიყიდოს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued