რონალდ კუმანის ექსკლუზიური ინტერვიუ Barca Magazine-ს

რონალდ კუმანის ექსკლუზიური ინტერვიუ Barca Magazine-ს

კატალონიის "ბარსელონას" თავკაცი, რონალდ კუმანი Barca Magazine-სთან ვრცელ ინტერვიუს წერს:

- როგორ შეეჩვიეთ გულშემატკივრებისაგან ცარიელ "კამპ ნოუს"?

აქ ბევრი მატჩი მაქვს ჩატარებული და, რა თქმა უნდა, მხარდაჭერები დიდად გვეხმარებოდნენ. კორონავირუსის გამო ურთულესი პერიოდის გავლა გვიწევს.

- შეემჩნა ეს გუნდს?

განსაკუთრებით საშინაო არენაზე ჩატარებულ მატჩებში, რადგან ასეთ დიდ სტადიონზე სიჩუმე მოთამაშეებისთვის სირთულეებს ქმნის. შესაძლოა, რაღაც პერიოდის შემდეგ ამას შევეჩვიოთ, თუმცა მგონია, რომ ყველასათვის მაინც უცნაური გრძნობა იქნება.

- კორონავირუსი როგორ გადაიტანეთ?

ცხელება მქონდა და თავს კარგად ვერ ვგრძნობდი. ღამით მდგომარეობა მიუარესდებოდა, თუმცა სერიოზული პრობლემები არ გამჩენია. დღემდე დაღლილობის გრძნობა მაქვს. ცხოვრების პარადოქსია, რომ კორონავირუსის არარსებობის შემთხვევაში, ნიდერლანდებს ევროპის ჩემპიონატზე უნდა გავძღოლოდი... ალბათ, "ბარსას" გაწვრთნის შანსი არ მექნებოდა. 

"ბარსა" იანვარში დამიკავშირდა და მკითხა, დაბრუნებით დაინტერესებული თუ ვიყავი. ვუპასუხე, რომ ჩემპიონატამდე 4-5 თვე რჩებოდა და ამ პერიოდში ეროვნულ ნაკრებს ვერ მივატოვებდი. როცა მარტში გავიგე, რომ ტურნირი გადაიდო, აზრი შევიცვალე. ალბათ, კორონავირუსი რომ არა, რამდენიმე წელი ამ ადგილს ვერ დავიკავებდი.

 - მაისში ჯანმრთელობის პრობლემები გქონდა. შეიცვალა შენი ცხოვრება მას შემდეგ?

მართალია, რომ დაავადებების შემდეგ, შენი ცხოვრება მცირედ იცვლება. ჩემს შემთხვევაში, საქმე გულის შეტევასთან გვქონდა. ალბათ შანსი, რომ "ბარსა" გაწვრთნა, ან ახლა გეძლევა, ან არასდროს. 57 წლის ვარ, წლებია მენეჯერობას ვეწევი.. ახლა ზუსტი დრო იყო.

- გახსოვს, რა უთხარი პირველად შენს ცოლსა და შვილებს, როდესაც გაიგე, რომ "ბარსელონას" ჩაიბარებდი?

ნუ, როცა კლუბს დავჭირდი, პირველად ჩემი სახელი გაახსენდათ და, რა თქმა უნდა, სურვილი ჩემგანაც იყო, რადგან ბევრჯერ ვთქვი, კატალონიელთა გაწვრთნა ჩემი ოცნებააო. ჩემმა ოჯახის წევრებმა იცოდნენ, რომ აღფრთოვანებული ვიყავი. 

გადაწყვეტილების მისაღებად არ მიყოყმანია. როცა კლუბში ყველაფერი კარგადაა, მწვრთნელის გამოცვლაზე არავინ ფიქრობს. როდესაც ცვლილებების დრო დგება, ე.ი. ხალხი ბედნიერი აღარ არის. არ ვიცი, შეიძლება სიმამაცე გამოვიჩინე, მაგრამ ნებისმიერი მწვრთნელი იტყოდა: "მოვდივარ!". კლუბს, ხალხსა და ფეხბურთელებს კარგად ვიცნობ. 

- ფეხბურთელის რანგში ისტორია დაწერე. იმავე მწვრთნელის ამპლუაშიც გინდა რომ გამოგივიდეს?

"ბარსასნაირ" კლუბებში თუ რამის მიღწევა გინდა, პირველ რიგში, მოგებაზე უნდა ითამაშო. ბონუსები სატურნირო ცხრილში მე-4 ნომრად ყოფნისათვის არ იქნება, პირველობა აუცილებელია. მენტალიტეტის განმტკიცება გვჭირდება და ყოველთვის მაქსიმუმისკენ უნდა ვისწრაფოდეთ. ვიცით, რომ ცვლილებების წელია და ამას კორონავირუსის კრიზისიც ემატება. თუმცა "ბარსა" მაინც ის კლუბია, რომელსაც გამარჯვება შეუძლია. 

- იქნება თუ არა კლუბის ლეგენდად ყოფნა შენთვის წნეხი, თუ გულშემატკივრების მოლოდინს ვერ გაამართლებ?

ყველა მწვრთნელს, რომელიც აქ მოდის, ხალხის გასაბედნიერებლად მოგება ევალება. შესაძლოა, ადრე კარგი სახელი გქონდა, მაგრამ ახლა მნიშვნელობა მხოლოდ იმას აქვს, შენი გუნდი როგორ ითამაშებს. თუ ჩემს სამწვრთნელო კარიერას გადახედავთ, ნახავთ, რომ ნიდერლანდებში კარგად გამოვიყურებოდი, თუმცა "ბენფიკაში", "ევერტონსა" და "საუთჰემპომში" ყველაფერს ვერ მივაღწიე. ახლა უნდა გავაანალიზო, რომ ყველა მიზანი მარტივად არ ხდება. ვფიქრობ, რომ რაღაცები უნდა შეცვალო, ახალგაზრდა ხალხს მეტი შანსი მისცე და ისინი დააფასო. 

- აჩვენეთ, რომ თავდაჯერებული ხართ და თქვენს გზას მყარად მიჰყვებით. თქვენთვის ეს მნიშვნელოვანია?

დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თავდაჯერებულობა საუკეთესო რამაა. საბოლოოდ, თუ პოზიციას დაკარგავ და სადავეები გაგექცევა, ყველაფერი რთულდება. აუცილებელია, ყველაფერს ყურადღებით დააკვირდე.

გვერდით ისეთი ადამიანების ყოლა, რომლებთანაც სწორი გადაწყვეტილებების შესახებ საუბარი შეგიძლია, მნიშვნელოვანია. ეს ფეხბურთელებისთვისაც ნათელია - თუ გყავს მწვრთნელი, რომელსაც ერთ დღეს ნათელი იდეები აქვს, მეორე დღეს კი ბუნდოვანია, სიტუაცია უარესკობისკენ მიდის. თუ წავაგებ, ეს ჩემი ფილოსოფიის გამო მოხდება.

- თქვენ მცველი იყავით, ინოვაციური მცველი, რომელსაც კარგი დარტყმა და ფანსასტიკური გადაადგილება ახასიათებდა. რა განსხვავებაა ფეხბურთელ კუმანსა და მწვრთნელს შორის?

პირველ რიგში, გამარჯვების სურვილი არ გამქრალა. მინდა, ჩემი გუნდი დომინანტურ ფეხბურთს თამაშობდეს, თუმცა დღეს უკვე ბევრ სხვა ასპექტსაც ვაწყდებით. ძალიან მნიშვნელოვანია პრესინგი - ფეხბურთი შეიცვალა.

ჩემს დროს უკნიდან თამაშს დიდი აზრი ჰქონდა, ახლა კი მცველები ექსტრემალურები არიან. ვიმეორებ, მინდა ვიხილო კლუბი, რომელიც იმარჯვებს, იბრვძვის, მუშაობს და კარგად თამაშობს, მაგრამ ასევე - კარგ შედეგებს იღებს.

- „ბარსელონას“ ისტორიაში მე-5 ნიდერლანდელი მწვრთნელი ხართ. ურთიერთობა ყველა მათგანთან გქონდათ - რას გაიხსენებთ რინუს მიხელსზე, კრუიფზე, ლუი ვან გაალსა და რაიკაარდზე?

სელექციას ვემხრობოდი. ერთადერთი დიდი ტურნირი, რომელიც მოვიგეთ, 1988 წლის ევროპის ჩემპიონატია, მაშინ სწორედ მიხელსი გვწვრთნიდა. ის დიდი ავტორიტეტი და კარგი პიროვნება იყო. შეგიძლია მწვრთნელისგან როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური რამ ისწავლო.

"ბარსამდე", იოჰანის ხელში „აიაქსში“ უკვე ნათამაშები მქონდა. ალბათ, იგი თავისი დროის საუკეთესო მოთამაშე იყო, რაც ფეხბურთის დეტალებზე ულევ ცოდნას გვაძლევდა. „მფრინავ ჰოლანდიელთან“ 6 შესანიშნავი წელი გავატარე და დიდ წარმატებებს მივაღწიე. ასევე, მყავდა ადამიანები, რომლებთანაც ბრწყინვალე ურთიერთობა მქონდა მოედანს მიღმა, რაც ფანტასტიკური იყო.

რაც შეეხება ვან გაალს, „ბლაუგრანაში“, წელიწადნახევარი, მისი ასისტენტი ვიყავი. მასსა და იოჰანს შორის ის განსხვავებაა, რომ ეს უკანასკნელი ყოფილი ფეხბურთელის მსგავსად გვწვრთნიდა, ხოლო ვან გაალს სხვადასხვა მეთოდები აქვს, რაც თავის შეგირდებს უნდა გაუზიაროს. კრუიფის ფილოსოფია, ძირითადად, იმაზე იყო დაფუძნებული, რაც მან ნახა, იგრძნო და რა გამოცდილებაც დააგროვა.

ფრენკ რაიკაარდი ჩემი თანაგუნდელი გახლდათ, დამრიგებლობისას არ გვიმუშავია, თუმცა სამწვრთნელო კურსებს 1 წლის განმავლობაში ერთად გავდიოდით.

- მესი ყოველთვის თამაშობს, ის უკვე 33 წლისაა... როგორ მიმართავთ როტაციებს?

იდეაში, ეს ყველა ფეხბურთელს ეხება - თუ შესაფერისად თამაშობ, დროს მიიღებ. რა თქმა უნდა, ლეოს ასაკი მოემატა, მაგრამ არეგენტინელი ჯერ კიდევ ის მოთამაშეა, რომელსაც აქ ყოფნა ძალიან მოსწონს - მას გამარჯვება სურს და სიამოვნებს იღებს ვარჯიშებისგან, რომლებშიც აქტიურად ჩართულია.

როგორც მწვრთნელი, მოთამაშეებს ვესაუბრები, მათ შორის - ლიონელსაც. მას ყველაფერს ვეუბნები, რადგან გუნდის კაპიტანია. გასახდელ ოთახში არსებობს წესები, რაც უნდა განვიხილოთ. შეგირდებთან კომუნიკაცია მწვრთნელის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.

- მართალია, ვინმეს გამორჩევა არ გიყვართ, მაგრამ გუნდში ანსუ ფატი და პედრი გყავთ - ამან გაგაკვირვათ?

ახალგაზრდა ფეხბურთელებზე საუბარი მშვენიერია, მაგრამ მათ ჯერ კიდევ ბევრი აქვთ სასწავლი, რადგან ისინი 17-18 წლისები არიან. ისიც უნდა ვთქვათ, რომ იმას, რაც ანსუმ და პედრიმ გააკეთეს, უდიდესი დაფასება სჭირდბა - ეს ყველაფერი ამ ორმა ტალანტმა ასეთ მაღალ დონეზე შეძლო.

გონსალესი, ამ ასაკში, „ლას პალმასიდან“ შემოგვიერთდა და უკვე ითამაშა „რეალისა“ და „იუვენტუსის“ წინააღმდეგ. რაც მთავარია, უმაღლესი კლასი აჩვენა - ის ფანტასტიკურია.

კლუბისთვის პერსპექტიული ახალგაზრდების ყოლა მნიშვნელოვანია. ნელ-ნელა გუნდი უნდა შევცვალოთ. ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება გამოცდილი შემადგენლობა, მაგრამ ისინი მთელი ცხოვრების განმავლობაში აქ ვერ იქნებიან, შესაბამისად, ცვლილებებს უნდა მივხედოთ და სიმშვიდე შევინარჩუნოთ.

პედრიმ ჩემი ნდობა და სათამაშო პრაქტიკა მოიპოვა - ეს იმან განაპირობა, რომ ესპანელმა შრომა დამანახა, მას შეუძლია „ბარსელონას“ მსგავს გრანდს დაეხმაროს.

- გაშინებთ ის ინსტიტუციური და ეკონომიკური პრობლემები, რომელიც კლუბშია? ამან გუნდზე გავლენა იქონია?

ეს ძალიან რთულია, ვინაიდან, შენს ხელში არაფერია, მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ თუ ზემოთ მშვიდად ვიქნებით, ქვემოთ ყველაფერი დალაგდება. წარმატების მისაღწევად ნებისმიერ კლუბს სიმშვიდე და სწორი აზროვნება სჭირდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 17 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #17 26 დეკემბერი 2020 15:02
    0
    რაღაცნაირად მჯერა ამ კაცის რა
    ფანი [?]
    #16 25 დეკემბერი 2020 12:56
    0
    „პედრიმ ჩემი ნდობა და სათამაშო პრაქტიკა მოიპოვა - ეს იმან განაპირობა, რომ ესპანელმა შრომა დამანახა“...
    აქ ამ კაცს უმეტესად რიკი პუჩის გამო ლანძღავენ. მე მგონი მაგაზე თქვა ირიბად :) შრომას აკლებს ე.ი.
    თუ არ ვცდები რაღაც მსგავსი სტატია აქაც იყო ადრე, რიკი პუჩი ვარჯიშებზე ბოლომდე არ იხარჯებაო.
    არა მგონია საკუთარი თავის მტერი იყოს კუმანი და მთელი სეზონი ამოჩემებას გადააყოლოს თავისი კარიერია
    ფანი [?]
    #15 25 დეკემბერი 2020 11:43
    0
    დეპაი გარსია მოუყვანონ და ვნახოთ რასიზავს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 24 დეკემბერი 2020 21:29
    0
    ციტატა: El Guaje
    მეზარევა წაკითხვა დ ალბა და გრიზმანი გაათრიე :D პაინიჩი ძირითადში

    ალბას კიდევ აქვს პოტენციალი და სარგებლის მოტანის უნარი, თუმცა გრიზმანი მეეჭვება და კოუტინიოც
    გულშემატკივარი [?]
    #13 24 დეკემბერი 2020 19:36
    0
    მეზარევა წაკითხვა დ ალბა და გრიზმანი გაათრიე :D პაინიჩი ძირითადში
    წევრი [?]
    #12 24 დეკემბერი 2020 17:12
    0
    ციტატა: Tsitsi
    ციტატა: Heisenberg
    ეს არის გაფარჩაკებული გუნდი, რომელმაც 3-0, 4-0 და 8-2 წააგო და მაინც იგივე შემადგენლობით არის. მუღამდაკარგული ხალხი თამაშობს ახლა ბარსაში. ნაწილმა ყველაფერი მოიგო და აღარ აქვს მოტივაცია, მეორე ნაწილი კი უბრალოდ გუნდის დონის არ არის და ბართომეუს მოთრეულია კლუბში.

    ასე რომ კუმანს შეეშვით ჯიგრებო და ცოტა მეტად ობიექტურად შეხედეთ ვითარებას.

    შენ კიდე აქ ხაზრ? ;დ

    აბა სად უნდა ვიყო? joy
    [?]
    #11 24 დეკემბერი 2020 17:03
    1
    ციტატა: Lionel Messi - 10
    პოჩეტინო პსჟ შიო. აი ეხლა მართლა ძაან დაენძ#ა მგონი ბარსას იმედია როგოც ყლ# გუნდი ვერც პოჩეტინო უშველით 😁

    რომელი ტოპ მწვრთნელი პოჩეტინიოა, ლიგა აქ მოგებული თუ საერთოდ რამე ტიტული? ლიგის ფინალში სულ ლოცვა ლოცვით გავიდა და ისე წააგო როგორც არც ერთ გუნდს არასდრს წაუგია ფინალი. დაჟე მანჩესტერიც ბარსელონასთან ბევრად კარგი იყო ვიდრე მაგისი ტოტე ლივერპულთან. ბარსამ თუ არ მოუმატა პსჟ ეს მწვრთნელი სულ არ უნდა, ინდივიდუალისტებით მოგვიგებენ მარტო. დაცვა თუ არ მოიხოდა გინდა პოჩე იყოს და გინდა მაკელელე მაგათI მწვრთნელი. ეს 5 მცველიანი სქემაც პსჟ ეს უკავშირდება ჩემი აზრით. მაგ თამაშისთვის ამზადებს 5-3-2 ტაქტიკას. თუ რამე გვეშველა ამ 2 თვეში შანსი გვექნება, თუ არადა გაგვანადგურებენ და არც პირველი იქნება არც უკანასკნელი.
    რედაქტორი [?]
    #10 24 დეკემბერი 2020 17:01
    2
    ციტატა: Heisenberg
    ეს არის გაფარჩაკებული გუნდი, რომელმაც 3-0, 4-0 და 8-2 წააგო და მაინც იგივე შემადგენლობით არის. მუღამდაკარგული ხალხი თამაშობს ახლა ბარსაში. ნაწილმა ყველაფერი მოიგო და აღარ აქვს მოტივაცია, მეორე ნაწილი კი უბრალოდ გუნდის დონის არ არის და ბართომეუს მოთრეულია კლუბში.

    ასე რომ კუმანს შეეშვით ჯიგრებო და ცოტა მეტად ობიექტურად შეხედეთ ვითარებას.

    შენ კიდე აქ ხაზრ? ;დ
    Culé [?]
    #9 24 დეკემბერი 2020 16:54
    0
    ციტატა: Heisenberg
    ციტატა: C.PC5
    ყველა სიტყვაზე ეტყობა ამ კაცს რომ ერთგულია გუნდის და სულით კულეა, მაგრამ შედეგებით ვერ ამოწმებს. მეც ძაან მინდა რომ გამოასწოროს ვითარება, თორემ კიდევ მწვრთნელის შეცვლა ზამთარში დამღუპველი იქნება ბიჭებისთვის. ვერ მიცა მოტივაცია ფეხბურთელებს, აშკარად ჩანს რომ კუმანი სხვა რაღაცას ღაღადებს და ისინი სხვას აკეთებენ. გუნდი არაა ისეთი რომ 90 წუთი პრესინგი ითამაშოს, ამას რომ ხედავს კუმანი მიტომაა მერე პირველი და მეორე ტაიმი ცა და მიწასავით რომ განსხვავდება ხოლმე, პრაგმატულად თამაშს როგორც კი იწყებენ მაშინვე დაცვა მიქარავს და ესაა ჩვენი დაღუპველი, წესიერად გუნდი ვერც პრაგმატულ და ვერც ტოტალურ ფეხბურთს ვერ თამაშობს, ამ ორი სტილის შერწყმით კიდე შედეგი რომ არ იდება კი ვხედავთ კარგად. არ ვიცი რა გვეშველება.

    კუმანმა რა ტრანსფერებიც მოითხოვა არ გაუკეთეს და რა კუმანის ბრალია, რომ ბუსკეცი და პიანიჩი პრესინგს ვერ თამაშობენ. ახლა ვერ ადგება კუმანი და გვარდიოლას 4-3-3-ს ვერ დააბრუნებს გრიზმანებით და ბრაიტვეიტებით.

    ბოლო თამაშში 3-5-2 მომეწონა. იქნებ ეგ იყოს გამოსავალი. ნუ დეპაის დამატება ჰაერივით გვჭირდება იანვარში.

    გეთანხმები და მაგას ვამბობ ზუსტად, რომ არაა ეს გუნდი პრესინგის მოთამაშე, იწყებენ კარგად თავიდან მაგრამ მალე უჯდებათ ელემენტი და მერე პრესინგის თამაში უფრო მეტ პრობლემას ქმნის და მაგიტომაა ლენგლე ყვითლების და წითლების რეკორდებს რომ ხსნის. 3-5-2-ზე არ იფიქროთ არცერთ ვარიანტში, თავს დევდებ რომ ოდნავ *რაკიან გუნდთან მაგ განლაგება ჩაისვრის და მემგონი თვითონაც იცის მაგ კუმანმა,
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    BARCELONA FOREVER
    სტუმარი [?]
    #8 24 დეკემბერი 2020 16:51
    2
    Memphis Depay,
    მესის ვალიადოლიდთან კი ქონდა მოტივაცია ყველგან ეგრე რო იყოს მორენო კი არ იქნებოდა ბომბარდირი :დ
    ANSU FATI 10
    სტუმარი [?]
    #7 24 დეკემბერი 2020 16:50
    0
    ასეც და ისეც განწირულები ვართ პსჟში ვინ დაინიშნება მაგას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ჩვენ მობუმატოთ თამაშს..ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული....
    ციტატა: Lionel Messi - 10
    პოჩეტინო პსჟ შიო. აი ეხლა მართლა ძაან დაენძ#ა მგონი ბარსას იმედია როგოც ყლ# გუნდი ვერც პოჩეტინო უშველით 😁
    ფანი [?]
    #6 24 დეკემბერი 2020 16:46
    3
    ციტატა: Heisenberg
    ეს არის გაფარჩაკებული გუნდი, რომელმაც 3-0, 4-0 და 8-2 წააგო და მაინც იგივე შემადგენლობით არის. მუღამდაკარგული ხალხი თამაშობს ახლა ბარსაში. ნაწილმა ყველაფერი მოიგო და აღარ აქვს მოტივაცია, მეორე ნაწილი კი უბრალოდ გუნდის დონის არ არის და ბართომეუს მოთრეულია კლუბში.

    ასე რომ კუმანს შეეშვით ჯიგრებო და ცოტა მეტად ობიექტურად შეხედეთ ვითარებას.

    ადეკვატური კომენტარია. მართლა ეგრეა, ფაქტიურად იგივე შემადგენლობაა დესტის და პედრის გამოკლებით. მაგას ზედ დაუმატე ფორვარდი არ გვყავს, მესიც უმოტივაციოა.
    წევრი [?]
    #5 24 დეკემბერი 2020 16:44
    2
    ეს არის გაფარჩაკებული გუნდი, რომელმაც 3-0, 4-0 და 8-2 წააგო და მაინც იგივე შემადგენლობით არის. მუღამდაკარგული ხალხი თამაშობს ახლა ბარსაში. ნაწილმა ყველაფერი მოიგო და აღარ აქვს მოტივაცია, მეორე ნაწილი კი უბრალოდ გუნდის დონის არ არის და ბართომეუს მოთრეულია კლუბში.

    ასე რომ კუმანს შეეშვით ჯიგრებო და ცოტა მეტად ობიექტურად შეხედეთ ვითარებას.
    წევრი [?]
    #4 24 დეკემბერი 2020 16:42
    3
    ციტატა: C.PC5
    ყველა სიტყვაზე ეტყობა ამ კაცს რომ ერთგულია გუნდის და სულით კულეა, მაგრამ შედეგებით ვერ ამოწმებს. მეც ძაან მინდა რომ გამოასწოროს ვითარება, თორემ კიდევ მწვრთნელის შეცვლა ზამთარში დამღუპველი იქნება ბიჭებისთვის. ვერ მიცა მოტივაცია ფეხბურთელებს, აშკარად ჩანს რომ კუმანი სხვა რაღაცას ღაღადებს და ისინი სხვას აკეთებენ. გუნდი არაა ისეთი რომ 90 წუთი პრესინგი ითამაშოს, ამას რომ ხედავს კუმანი მიტომაა მერე პირველი და მეორე ტაიმი ცა და მიწასავით რომ განსხვავდება ხოლმე, პრაგმატულად თამაშს როგორც კი იწყებენ მაშინვე დაცვა მიქარავს და ესაა ჩვენი დაღუპველი, წესიერად გუნდი ვერც პრაგმატულ და ვერც ტოტალურ ფეხბურთს ვერ თამაშობს, ამ ორი სტილის შერწყმით კიდე შედეგი რომ არ იდება კი ვხედავთ კარგად. არ ვიცი რა გვეშველება.

    კუმანმა რა ტრანსფერებიც მოითხოვა არ გაუკეთეს და რა კუმანის ბრალია, რომ ბუსკეცი და პიანიჩი პრესინგს ვერ თამაშობენ. ახლა ვერ ადგება კუმანი და გვარდიოლას 4-3-3-ს ვერ დააბრუნებს გრიზმანებით და ბრაიტვეიტებით.

    ბოლო თამაშში 3-5-2 მომეწონა. იქნებ ეგ იყოს გამოსავალი. ნუ დეპაის დამატება ჰაერივით გვჭირდება იანვარში.
    Culé [?]
    #3 24 დეკემბერი 2020 16:38
    2
    ყველა სიტყვაზე ეტყობა ამ კაცს რომ ერთგულია გუნდის და სულით კულეა, მაგრამ შედეგებით ვერ ამოწმებს. მეც ძაან მინდა რომ გამოასწოროს ვითარება, თორემ კიდევ მწვრთნელის შეცვლა ზამთარში დამღუპველი იქნება ბიჭებისთვის. ვერ მიცა მოტივაცია ფეხბურთელებს, აშკარად ჩანს რომ კუმანი სხვა რაღაცას ღაღადებს და ისინი სხვას აკეთებენ. გუნდი არაა ისეთი რომ 90 წუთი პრესინგი ითამაშოს, ამას რომ ხედავს კუმანი მიტომაა მერე პირველი და მეორე ტაიმი ცა და მიწასავით რომ განსხვავდება ხოლმე, პრაგმატულად თამაშს როგორც კი იწყებენ მაშინვე დაცვა მიქარავს და ესაა ჩვენი დაღუპველი, წესიერად გუნდი ვერც პრაგმატულ და ვერც ტოტალურ ფეხბურთს ვერ თამაშობს, ამ ორი სტილის შერწყმით კიდე შედეგი რომ არ იდება კი ვხედავთ კარგად. არ ვიცი რა გვეშველება.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #2 24 დეკემბერი 2020 16:29
    1
    ბარსელონას წლის საუკეთესო და ისტორიული შენაძენი ოღონდ ბრჭყალებში.
    Sauketeso gundis fani
    სტუმარი [?]
    #1 24 დეკემბერი 2020 16:27
    0
    Taktikurad dzaaan moikochlebs azrze araa ra chirdrba gunds