ევროპის "სუპერ ლიგა", ანუ საფეხბურთო მონოპოლია ევროპულად

ევროპის "სუპერ ლიგა", ანუ საფეხბურთო მონოპოლია ევროპულად

ეკონომიკის ანბანის ახსნას არ ვაპირებ და ყველას მოგეხსენებათ, რომ რეგულაციების რაოდენობის ზრდა ფინანსურ განვითარებასთან უკუპროპორციულ დამოკიდებულებაშია. ანუ, რაც უფრო გახსნილია ბაზარი, მით უფრო მეტის პოტენციალი აქვს ნებისმიერ ბიზნესს.

მიუხედავად რეგულაციების სიავისა, არსებობს ერთი დიდი "მაგრამ". რბილად რომ ვთქვათ, ერთ-ერთი აუცილებელი შეზღუდვა, რომელიც სხვა უფრო მცირე ბიზნესებს ასულდგმულებს და "ბობოლებისაგან" ნაწილობრივ თავისუფლებას ანიჭებს. საუბარი მაქვს ანტი-მონოპოლიურ კანონზე, რომლის გაუქმებამაც, შესაძლოა, ჯამური შემოსავალი გაზარდოს და ციფრებში მოგება დაგვანახოს, მაგრამ საერთო სურათმა კარდინალურად განხვავებული, მძიმე სურათი დახატოს.

ამ შესავალში სიტყვა "ბიზნესის" ნაცვლად "საფეხბურთო გუნდი" რომ ჩასვათ, შესაძლოა, უფრო მარტივად აღიქვათ, თუ რას წარმოადგენს ევროპის სუპერ ლიგის ფენომენი. ლიგის, რომლის იდეას საფუძველი ჯერ კიდევ 90-იან წლებში ჩაეყარა და მისი შექმნის ინიციატივაც ეტაპობრივად უფრო და უფრო აქტუალური გახდა.

ბოლო კვირას ამ საკითხზე ესპანურმა გამოცემებმაც და ლა ლიგის პრეზიდენტმაც ისაუბრეს და მათთვის მოახლოვებულ საფრთხეზე ერთობ ბრაზიანი განცხადებებიც გააკეთეს. ასეთი ვითარების ფონზე, საჭიროდ ვთვლი ავხსნა ამ ახალი პროექტის ავკარგიანობა, რათა ერთად გავიგოთ რამდენად ობიექტურია ტებასის აღშფოთება და ყველაზე მეტად რისი დათმობა არ სურს მას.

ისტორიული რაკურსი

თავდაპირველად "სუპერ ლიგის" შექმნის იდეა იტალიურმა კომპანიამ Media Partners-მა გააჟღერა. თუმცა, 1998 წელს თასების მფლობელთა თასის გაუქმება და ჩემპიონთა ლიგის ფორმატის გაზრდა საკმარის რეფორმად იქნა მიჩნეული და "სუპერ ლიგის" შექმნაც დროებით გადაიდო.

2009 წელს პირველი მაღალჩინოსანი, რომელმაც ახალი ევროპული ლიგის შექმნაზე ღიად ისაუბრა, მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი იყო. 

"ჩვენ ახალი, ევროპული სუპერ ლიგის ფორმატს უნდა დავთანხმდეთ, სადაც საუკეთესო ყოველთვის საუკეთესოს შეხვდება."

ასეთი განცხადების საფუძველს ფლორენტინოს ალბათ ისიც აძლევდა, რომ "ლოს ბლანკოსი" ბოლო 5 ჩემპიონთა ლიგის განმავლობაში 1/8 ფინალურ ეტაპს ვერ სცდებოდა და შესაბამისად, ევროპული სარბიელი მისთვის მომგებიანი ვეღარ იყო.

ევროპაში მდიდარი კლუბების ავტონომიის საფუძვლები 2009 წლამდე ნაკლებად შესამჩნევი სიმპტომების სახით იკვეთებოდა. იმ დროს UEFA-სა და FIFA-ს პარალელურად, G14-ის სახელწოდებით არსებობდა ყველაზე მდიდარი 18 კლუბის გაერთიანება. ამ ორგანიზაციის მთავარი დანიშნულება სანაკრებო პაუზის განმავლობაში დაშავებული ფეხბურთელების გამო კლუბებისთვის კომპენსაციის გაღება იყო. 

2009 წელს ეს ორგანიზაცია ევროპის კლუბების ასოციაციის სახით ჩანაცვლდა (ECA). ამის ერთ-ერთი მთავარი მომხრე "ბარსას" იმდროინდელი პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა გახლდათ.

"ეს არის ახალი ეპოქის დასაწყისი. ეპოქის, რომელიც სამართლიანობაზე იქნება დაფუძნებული."

G14-ის წევრობის პერიოდში ლაპორტას, შესაძლოა, სუპერ ლიგის შექმნის ამბიციები ჰქონდა კიდეც, მაგრამ ახლა მისი პოზიცია ხავიერ ტებასის მსგავსია. ის მიიჩნევს, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფორმატში შეტანილი ცვლილებები საკმარისია, არ არის საჭირო  ევროპაში გრანდები განცალკევდნენ და ფინანსური სარგებლის მიზნით ამგვარი ტიპის გაერთინება ჩამოაყალიბონ.

2016 წელს უკვე პრემიერლიგური გრანდების, "მანჩესტერ იუნაიტედის", მანჩესტერ სიტის", "ჩელსის", "არსენალისა" და "ლივერპულის" წარმომადგენლები დაესწრნენ "სუპერ ლიგისთვის" განკუთვნილ სხდომას.

ინგლისელების მხრიდან "სუპერ ლიგაზე" დათანხმების მიზეზი მარტივია. მათ სურთ, რომ დაახლოებით იმდენივე მაინც გამოიმუშავონ საკლუბო ტურნირით, რამდენსაც შიდა ჩემპიონატით იღებენ. 

მაგალითისთვის, "ლივერპულმა შარშან, პრემიერ ლიგის მოგებით 193 მილიონი ევრო გამოიმუშავა, "ბაიერნმა" კი ჩემპიონთა ლიგიდან - 130 მილიონი. გერმანელებმა ამით შემოსავლების რეკორდი მოხსნეს, რომელიც "ბარსელონას" ეკუთვნოდა 2019 წელს მიღებული საპრიზო ფონდით (117 მილიონი).

ჩემპიონთა ლიგის ფორმატის ცვლილება

2016 წელს UEFA იძულებული გახდა, რომ სუპერ ლიგასთან დაკავშირებით სხდომა მოეწვია, სადაც დახურული ფორმატის ჩემპიონატს განიხილავდნენ. აღნიშნულ ტურნირზე სულ 16 გრანდი იქნებოდა წარმოდგენილი ევროპის ტოპ-4 ჩემპიონატიდან (ესპანეთი, ინგლისი, იტალია, გერმანია). ისინი ორ ჯგუფში განაწილდებოდნენ. თითოეულ ჯგუფში შიდა ჩემპიონატების ფორმატით 56 შეხვედრის გამართვის შემდეგ, საუკეთესო ოთხეულები გამოვლინდებოდა და ისინი ერთმანეთს მეოთხედფინალებიდან ადგილების მიხედვით დაუპირისპირდებოდნენ. მომდევნო წლიდან "პარი-სენ ჟერმენის" მომძალვრებამ დღეისთვის უკვე 18-გუნდიან ფორმატად შეცვლა განაპირობა.

UEFA-ს 4 წლის წინანდელ ყრილობაზე სუპერ ლიგის შექმნის პროექტი ჩავარდა. ამის სანაცვლოდ გადაწყდა, რომ 2018-2021 წლების განმავლობაში ინგლისის, იტალიის, გერმანიისა და ესპანეთის ჩემპიონატებიდან მე-4 პოზიციებზე გასულ გუნდებს ფლეი-ოფის თამაში აღარ მოუწევდათ. შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგაზე გარანტირებული ადგილების მქონე გუნდების რაოდენობა 22-დან 26-მდე გაიზარდა.

ამგვარმა რეფორმამ სუპერ ლიგის გარშემო არსებული აჟიოტაჟი დროებით განმუხტა.

2018 წლის სკანდალი

Football Leaks-ის სახელწოდებით სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფეხბურთო ხვრელებია მოხსენიებული. სწორედ მისი საშუალებით ფეხბურთში ყველაზე შავბნელი ტრანზაქციები და გასაიდუმლოებული ფინანსური მაქინაციებია წარმოდგენილი. 

2019 წლის 16 იანვარს, მისი შემქმნელი, რუი პინტო გასაიდუმლოებული ინფორმაციის გამოქვეყნებისათვის დააკავეს კიდეც.

მაგალითისთვის, Football Leaks-ის ხარჯზე ახლო წარსულში "ტვენტე" ევროთასებიდან 3 წლით მოიკვეთა. ასევე "მონაკოს" რადამელ ფალკაოს სატრანსფერო თანხის ფალსიფიცირებისათვის ჯარიმა დაეკისრა. 

2016 წელს ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა FIFA-ც კი დაადანაშაულა, ესპანეთის ჩემპიონატის 3 ფეხბურთელის კონტრაქტის(ნეიმარი, ბეილი, ხამესი) გასაჯაროების გამო.

ევროპის სუპერ ლიგის საკანდალი კი 2018 წელს უკავშირდება. ნოემბერში Football Leaks-მა გაასაჯაროვა დოკუმენტები, სადაც ნაჩვენები იყო, თუ როგორ განიხილავდნენ კულუარებში 2021 წლიდან 18-გუნდიანი ტურნირის ჩამოყალიბებას.

ადეკვატური უკმაყოფილება

ევროპის სუპერ ლიგის, როგორც დახურული ტურნირის ფორმატი არ ექვემდებარება იმ აზრს, რომ ტოპ-ჩემპიონატების მიღმა არსებული გუნდები ოდესმე დაემატებიან. პირობითად რომ ვთქვათ, "აიაქსი" უკვე სრულფასოვან მწარმოებლად გადაიქცევა, რომელიც ტალანტებით მოამარაგებს "სუპერ გუნდებს". ანუ ევროსარბიელზე ამსტერდამელთა წარმოჩენა შეუძლებელი იქნება და მხოლოდ შიდა ჩემპიონატის წარმატების ამარა დარჩებიან. 

თავის მხრივ, რუსეთის, ბელგიისა და უკრაინის ჩემპიონატები ფინანსური კუთხით ძალიან დიდ ზარალს ნახავენ, მაშინ როდესაც ევროასპარეზზე გასასვლელი გზა აღარ იარსებებს. 

ეს ყველაფერი მარტივად რომ შევადაროთ NBA-ს სისტემას გულისხმობს (ისევე, როგორც სხვა ამერიკული სპორტის ლიგების: MLB, NFL, NHL). სუპერ ლიგის მიღმა დარჩენილი გუნდები G ლიგის ფუნქციას შეითავსებენ, რომლის მთავარი მიზანიც მოთამაშეთა განვითარება და პირველ გუნდში დასაწაინაურებლად გამოცდაა.

ხავიერ ტებასმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ის სუპერ ლიგის შექმნის კატეგორიული წინააღმდეგია. ჟოზეპ მარია ბართომეუს მიერ გადადგომამდე 1 დღით ადრე გაკეთებული განცხადება კი მხოლოდ ყურადღების გადასატანად იყო ინიცირებული. 

ტებასის პოზიცია, ნებისმიერი ჩემპიონატის პრეზიდენტისათვის იდენტური იქნება. რადგან სუპერ ლიგის შექმნა მათ ბიუჯეტზე პირდაპირ აისახება. გუნდებიც, რომელთაც ადგილი გარანტირებული ექნებათ, ქვეყნის პირველობისათვის თავს ნაკლებად მოიკლავენ და გახშირდება უმოტივაციო თამაშების რაოდენობა, სადაც გუნდის ვარსკვლავები ნაკლებად ინტეგრირებულნი იქნებიან.

თუმცა, არსებობს სხვადასხვა, ჩვენთვის არცთუ ისე უცხო, კანონგარეშე გზები, რომლებიც მოსყიდვას ემსახურება და შესაძლოა, თავდაპირველად სხვა აზრზე მყოფი დელეგატები, ბოლოს სასწორის მეორე პინაზეც აღმოჩნდნენ. 

საბოლოოდ კი, სუპერ ლიგის ფორმატის ნაკლოვანების გამოსაჩენად იმის თქმა შეიძლება, რომ თავად NBA-ს პრეზიდენტი, ადამ სილვერიც კი მივიდა იმ აზრამდე, რომ თითოეულ კონფერენციაში ახალი გუნდი დაამატოს, რაც სპორტის ცენტრალიზების ნაცვლად გავრცელების ხელშემწყობი ფაქტორია. სუპერ ლიგის არსებობა კი ევროპის 55 შიდა ჩემპიონატიდან 51-ს იმდენად დააზარალებს, რომ ბოლოს, შესაძლოა, ზოგ ქვეყანაში, სადაც ჩემპიონატი დაბალ დონეზეა, შიდა ასპარეზი საერთოდ გაუქმდეს. ტოპ-ჩემპიონატებში მოასპარეზე გრანდებმა კი, რომელთაც ადგილი გარანტირებული ექნებათ, ისევ და ისევ ფინანსური სარგებლის გამო აქცენტი სუპერ ლიგაზე გააკეთონ, ეროვნული ჩემპიონატები კი მხოლოდ მოსამზადებელ პლატფორმად გადაიქციონ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 24 დეკემბერი 2020 13:29
    1
    ფული ბაბა, ფული. ეს გახდა მთავარი და იგონებენ ახალ ფულის "სტანოკს". დანარჩენ პაჭა-პუჭა გუნდებს დედაც მო....თო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 23 დეკემბერი 2020 19:07
    3
    უაზრობაა დანარჩენი ქვეყნების ფედერაციამ უნდა გააპროტესტოს ეგ ჩემპიონატიი არუნდა ჩატარდეს.. დატოვონ ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგაა საკამარისიაა ეს ორი ტურნირი.. რა მოიგონეს ახლა ეს ? მე მაგალითად არ ვეთანხმებიი და ვერ წარმომიდგენია ჩემპიონთა ლიგის გარეშე ფეხბურთი.. თან პატარა გუნდებს საერთოდ დაეკარგებათ მოტივაციაა და ნელენელა ხიბლს დაკარგავს ფეხბურთი
    Culé [?]
    #11 23 დეკემბერი 2020 18:43
    2
    ეს არის ფულის საშოვნად მოწყობილი პროექტი. ეს ფაქტიურად ყველა საშუალო და დაბალი დონის გუნდს მოკლავს. როგორ უნდა მიიღოს გამოცდილება დაბალი დონის გუნდმა სიტყვაზე (ზალსბურგმა) თუ გრანდს ვერ შეხვდება. ლიგას ძან კაი ფორმატი აქ და ხალხს ეს მოსწონს 30 წელია აღარაა საჭირო ფორმატის შეცვლა
    BARCELONA FOREVER
    სტუმარი [?]
    #10 23 დეკემბერი 2020 17:56
    2
    არ მომწონს ეს რაღაც სლეობა ჩანს :დ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 23 დეკემბერი 2020 17:55
    2
    ბობოლების საკუთარი გოლფის სათამაშო ლიგა იქნება smiley
    OLD
    სტუმარი [?]
    #8 23 დეკემბერი 2020 17:39
    2
    მაგარი სირობ. იქნება ეს თუ მოხდა მაგრამ არამგონია ეს მოხდეს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 23 დეკემბერი 2020 17:14
    2
    ამაზე საზიზღრობას არაფერს იზავენ ლიგის მაგივრად ამ ტურნირს თუ შემოიღებენ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    sergio busquets
    სტუმარი [?]
    #6 23 დეკემბერი 2020 16:01
    1
    რატომაც არა ითამაშებენ მხოლოდ დიდი კლუბები შაბათ კვირას მუღამი ექნება სულ დიდი მატჩები ნბასავით იქნება ან ევროლიგასავით. სად შაბათ კვირას ეიბარი ბარსა როა და სად ლივერუპი ბარსა ან რეალი ბაიერნი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 23 დეკემბერი 2020 15:44
    2
    და ამასთანავე პერესის იდეა rage
    გულშემატკივარი [?]
    #4 23 დეკემბერი 2020 15:39
    3
    საშინელება, ფეხბურთის სიკვდილი, იდიოტობა სხვა რა უნდა უწოდო ამ მარაზმს
    ანკარაგუკუს ქართული ფან-კლუბი
    სტუმარი [?]
    #3 23 დეკემბერი 2020 15:29
    1
    ციტატა: Lionel Messi - 10
    ეს არის სრული უაზრობა. დღეს ო სრული ბიზნესია ფებურთი მარა აი ამის მერე ხო საერთოდ... ყველაფერს ხო აქვს საზღვარი გულშემატკივარს არ უნდა წაართვა ის რის გამოც უყვარს ეს სპორტი. ალბატ იკითხავთ რატო იძახი აქ ხო ძლიერ გუნდებს შევხვდებით ყველა მატჩშიო მარა ჩემი გადმოსახედიდან სწორედ ეგაა ყველაზე უაზრობა. სწორედ ეგ ხიბლიაქვს ფეხბურთს რო ჩემპიონტა ლიგაზე ბაიერნს , ლივერპულს , მანჩესტერს რო დაეჯახები და ერთი სულიგაქვს როდის მოვა ის რიცხვი რო ეგ გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. მაგას აქვს მუღამი იშვიათად რო ხვდები ეგეთ ძლირ გუნდებს და ერთი დღესასწაულია ხოლმე.

    ფეხბურთს ხიბლი გლობალიზაციამ დაუკარგა ჩემი აზრით. უკვე ყველა ქვეყანაში თითქმის ფეხბურთია სპორტის ნომერ პირველი სახეობა, ნუ გამონაკლისებიც არის (ახალი ზელანდია რაგბი, აშშ კალათბურთი და ბეისბოლი, კანადა ჰოკეი.) მაგრამ ძალიან ცოტა. ძირითადად ფეხბურთია ყველა უმეტესობა ქვეყნებში ნომერ პირველი სპორტი. ადრე ასე არ იყო, ფეხბურთი ასე მოდებული არ იყო მსოფლიოს და ასე გლობალური არ იყო ფეხბურთი. ავღანელ ან ბურკინა-ფასოელ ბავშვს ადრე სულ არ ეფეხბურთებოდა უწყლობა ომი და შიმშილი სად ფიქრობდენენ და ეცალათ ფეხბურთისთვის და არც ახლა ეფეხბურთებათ ახლაც ომი და შიმშილია თუმცა ახლა თამაშობენ ფეხბურთს. ავღანელ ბავშვი რომელიც ყოველ დღე სიკვდილითან ახლოსაა და გადარჩენისთვის ბრძოლობს და საერთოდ სპორტისთვის არ უნდა ეცალოს ფეხბურთის ბურთით იყოლიებს და გადააქვს ახალგაზრდობა. მასეთ გაუბედურებულ ქვეყნებში სადაც ფეხბურთისთვის წესით საერთოდ არ უნდა ცხელოდეთ, იმიტომ რომ უკვე ყველას უყვარს ფეხბურთი. მართალია გამოთქმა უკვე ყველამ ისწავლა ფეხბურთიო და მართლა ეგრეა უკვე ყველა ქვეყანა კუნძულოვანი ქვეყნებიც კი თამაშობენ ფეხბურთს. უკვე ყველას ყავს ფეხბურთის ნაკრები. ახლა სეიშელის კუნულებსაც, შრი-ლანკასაც, მადაგასკარს და ჰავაისაც და ეგეთ კუნძულებსაც ყავთ თავისი ფეხბურთის ნაკრებები და ადრე ვერ წარმოიდგენდი ეგენიც თუ ფეხბურთს ითამაშებდნენ. რა თქმა უნდა კარგია უკვე ამდენი ქვეყანა რომ თამაშობს ფეხბურთს და ამდენია დაინტერესებული ამ სპორტის სახეობით მაგრამ ზედმეტმა გლობალიზაციამ და მასშტაბურობამ ცოტა სახე და ძველი ხიბლიც დაუკარგა ფეხბურთს. აველანჟმა და ბლატერმა იმდენი ქნეს რომ ძალიან მასშტაბური გახადეს ფეხბურთი. ბურკინა-ფასოში, გვინეაში ან კონგოში ბევრი ქალაქია ან სოფელია სადაც სკოლა შეიძლება არ იყოს მაგრამ მინიმუმ ერთი ფეხბურთის მოედანი ყველგან აქვთ barca-5 barca-2 triumph barca-6 რაგბიშიც ვინც ერკვევით. სამხრეთ აფრიკას უდიდესი გუნდი ყავს რაგბში. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონებიც არიან და ახალ ზელანდიასთან ერთად ყველაზე მეტჯერაც აქვთ მოგებული მსოფლიო და ფეხბურთში სულ 2 ჯერ არის მსოფლიო ჩემპიონატზე გასული სამხრეთ აფრიკის ნაკრები და მიუხედავად იმისა რომ რაგბში ბევრად მაგარი ნაკრები ყავთ ვიდრე ფეხბურთში მაინც ყველაზე პოპულარული და საყვარელი სპორტის სახეობა ფეხბურთია სამხრეთ აფრიკელებისათვის.
    ფანი [?]
    #2 23 დეკემბერი 2020 15:17
    2
    უაზრობააა ჩემიაზრით
    ანკარაგუკუს ქართული ფან-კლუბი
    სტუმარი [?]
    #1 23 დეკემბერი 2020 14:54
    2
    ხო ვიცი ეს ევროპის სუპერლიგა იქნება და ფორმატი იქნება მხოლოდ დიდი გუნდები მიიღებენ მონაჭილეობას. ისეთი საფეხბურთო ტიტანები მაგალითად როგორიც ბაიერნია, რეალია, ბარსელონაა, ანკარაგუჯუა და ა.შ. გარკვეულ წილად ფეხბურთი მოკვდება მაგრამ დიდ გუნდებს გვექნება უფრო ხშირი შეხვედრები ერთმანეთში.