იანვარში გუნდი, შესაძლოა, სამმა მოთამაშემ დატოვოს
- 22-12-2020, 23:17
-
El Maestro
- 20

იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე კატალონიის "ბარსელონა" რამდენიმე მოთამაშის გაშვებას აპირებს.
როგორც Marca იტყობინება, "ლურჯ-ბროწეულისფერებს" წინა წელს, ჟუნიორ ფირპოში გადახდილი თანხის ამოღება სურთ - 18 მილიონი ევრო + ბონუსების სახით 12 მილიონი.
24 წლის მარჯვენა მცველით "ნაპოლი" ინტერესდება - ნეაპოლელები ფირპოს სეზონის ბოლომდე იჯარის წესით დამატებას განიხილავენ, შემდგომში გამოსყიდვის უფლებით. ასევე მისი იჯარით აყვანა "გრანადასაც" სურს.
ამავდროულად, გუნდი, შესაძლოა, კარლეს ალენიამ და რიკი პუჩმაც დატოვონ. როგორც გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, ალენიას გადაბირება "ხეტაფეს" სურს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 20 ]