მენდიეტა: "ბარსა" გუნდის შექმნას მესის გარშემო რომ გეგმავდეს, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი გაისკა მენდიეტა გუნდში ლიონელ მესის ამჟამინდელ როლზე საუბრობს.
ბოლო წლებში მესი ის არაა, რაც იყო. თუმცა, ლეოს ირგვლივ ახლანდელი და წლების წინანდელი სიტუაცია განსხვავდება. კლუბი გუნდის შექმნას მესის გარშემო რომ გეგმავდეს, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა.
გუნდი მესიზე უნდა მომართოთ იმისათვის, რომ მისი ინტენსიურობა გაიზარდოს და არა პირიქით. ლეოს შედეგიანობა მხოლოდ მასზე დამოკიდებული არაა, ეს გუნდსაც ეხება.
როგორც გარედან ჩანს, "ბარსელონას" სწორი გეგმა არ აქვს. წლებია, გუნდის პოტენციალს ამცირებენ. კატალონიელებს ექსტენსიური და გამოცდილი კოლექტივი უნდა ჰყავდეთ.
- ციტირებს მენდიეტას სიტყვებს Globe Live Media.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]