პიკე: "ჩვენ არაჩვეულებრივ ფორმაში ვართ"

  • 17-03-2011, 02:30
  • პიკე: "ჩვენ არაჩვეულებრივ ფორმაში ვართ"

    პიკემ ინტერვიუ მისცა "Barca TV"–სა და "ბარსელონას" ოფიციალურ საიტს. სამმა ნომერმა განაცხადა, რომ გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია და შეეცდება დარჩენილ მატჩებში გამარჯვება მოიპოვოს: "როგორც ფიზიკურად, ისე მორაულრად გუნდი კარგ მდგომარეობაშია, ჩვენ ნელნელა შევედით სეზონის დასკვნით ფაზაში და ამ ყველაფერს შევხვდით საუკეთესო ფორმაში. სწორედ ამიტომ ოპტიმისტურად უნდა ვუყუროთ მომავალს".

     

    აუცილებელია დარჩენილ მატჩებში ქულების მაქსიმალური რაოდენობის მოპოვება 

    ესპანეთის ნაკრების მცველმა განაცხადა, რომ სრული უაზრობაა იფიქრო იმაზე, თუ რამდენია სხვაობა "ბარსასა" და "რეალს" შორის: "ჩვენ უნდა მოვაგროვოთ ქულათა მაქსიმალური რაოდენობა მადრიდში თამაშამდეც და მას შემდეგაც. გუნდმა "რეალამდე" უნდა დაამარცხოს სამი გუნდი (ხეტაფე, ვილიარეალი, ალმერია)".

     

    ზოგიერთ გუნდს შეუძლია ითამაშოს ისე, როგორც ეს ქნა "ბარსამ" "სანჩეს პისხუანზე"

    "სევილიასთან" მატჩზე პიკემ განაცხადა: "ჩვენ შევქმენით საოცარი აურა "სანჩეს პისხუანზე". ბოლო წლებში ძალიან ცოტას თუ შეუძლია "სევილიას" დამარცხება სტუმრად. ჩვენ განსაკუთრებით კარგად პირველ ტაიმში ვითამაშეთ. ანდალუსიაში თამაში, ყოველთვის დიდ სირთულეებთან ასოწირდება, მაგრამ ჩვენ მოვიპოვეთ 1 ქულა და ეს ძალიან პოზიტიური შედეგია". დაასრულა პიკემ.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge