ლევანდოვსკი: ამ ჯილდოს მოგება რონალდუს და მესის ეპოქაში, განსაკუთრებულია

მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელმა ფორვარდმა, რობერტ ლევანდოსვსკიმ, The Best-ის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"მინდა მადლობა გადავუხადო სამწვრთნელო შტაბს და გუნდს. ამ ჯილდოს მოგება რონალდუს და მესის ეპოქაში, რაღაც განსაკუთრებულია. ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ. ეს განსაკუთრებული დღეა ჩემთვის და ჩემი პარტნიორებისთვის. დაუჯერებელი გრძნობაა. ამ წელს ყველაფერი მოვიგეთ რისი მოგებაც შეგვეძლო. მთავარი მომენტი, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგაა. ამ ტურნირის მოგებამ მაჩვენა, რომ ოცნებების ყოველთვის უნდა გჯეროდეს, ამისთვის კი აუცილებლად დასაჩუქრდები.",
- ლევანდოვსკის სიტყვებს FIFA-ს "ტვიტერი" ციტირებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]