სერხიო ბუსკეტსმა კარლეს პუიოლს გადაასწრო

"ბარსელონას" ოფიციალური საიტის ინფორმაციით, კატალონიელთა საყრდენმა ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა "რეალ სოსიედადთან" შეხვედრაში (2-1), "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისური 594-ედ მოირგო.
წყაროს ცნობით, ხსენებული შედეგით, 32 წლის ფეხბურთელმა ლეგენდარულ კარლეს პუიოლს გადაასწრო და ამ კომპონენტში კლუბის ყველა დროის საუკეთესოსებს შორის მეოთხე ადგილზე იმყოფება - კატალონიელს მხოლოდ ჩავი ერნანდესი (767), ლეო მესი (747) და ანდრეს ინიესტა (674) უსწრებენ.
"ეს განსაკუთრებული მომენტია. მთელი ცხოვრებაა "ბარსაში" ვარ, ეს საუკეთესო კლუბია მსოფლიოში. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს სახელს პუიოლის, ინიესტას, მესისა და ჩავის გვერდით ვხედავ.
ეს ფაქტი ადასტურებს, რომ წლების განმავლობაში აქ ყოფნამ და გულმოდგინედ ვარჯიშმა შედეგი გამოიღო. ეს ისტორიაში ჩაიწერება, რითაც უბედნიერესი ვარ", - განაცხადა "ბლაუგრანას" ხუთიანმა.
შეგახსენებთ, სერხიო ბუსკეტსი "ბარსელონაში" (პირველ გუნდში) 2008 წლიდან ასპარეზობს. 13 სეზონის განმავლობაში "ლა მასიელმა" კლუბთან ერთად ყველა შესაძლო ტიტული, მათ შორის 3 ჩემპიონთა ლიგა და 9 ლა ლიგა, მოიგო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]