ივან რაკიტიჩი: ვიმედოვნებ, რომ მესი "ბარსელონაში" კიდევ დიდი ხანი დარჩება
- 16-12-2020, 20:03
-
El Maestro
- 10

"ბარსელონას" ყოფილმა და ამჟამად "სევილიას" ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა LiveScore-თან ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.
ხორვატმა ფეხბურთელმა ასევე კატალონიურ კლუბზეც ისაუბრა.
"ვფიქრობ, საქმე არამხოლოდ "ბარსელონაშია", არამედ, შესაძლოა, ეს ზოგად სიტუაციას ეხებოდეს. ლა ლიგაში ყველა დანარჩენმა გუნდმა წინ გადადგა ნაბიჯი, ამიტომაც კონკურენციის დონე ახლა გაცილებით მაღალია და ყველა ეს თამაში ნამდვილად რთულია. ეს ყველაფერი დავალებას უფრო ართულებს.
გარდა ამისა, დიდი გუნდისთვის მწვრთნელისა და მოთამაშეების შეცვლა შეიძლება აღნიშნავდეს იმას, რომ ზოგჯერ ამასთან შეგუება რთულია, მაგრამ ჩემთვის კვლავ ნათელია, რომ "ბარსელონას" იდეალური გუნდი ჰყავს. მათ, ლიონელ მესის სახით, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე ჰყავთ. ფეხბურთში ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რაც არსებობს არის ის, რომ ყველა გუნდი კონკურენტუნარიანია და ერთმანეთის დამარცხება სურთ, ამიტომაც მზად უნდა იყო, ხოლო თუ არ ხარ, მარცხდები. ვფიქრობ, რომ "ბარსელონა" თავის მაღალ სტანდარტებს კვლავ მიაღწევს და შეგიძლიათ მათგან ელოდოთ, რომ ისინი მალე 100%-ით მზად იქნებიან."
- თქვა რაკიტიჩმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]