Goal: მესის მოლაპარაკებები არცერთ კლუბთან არ გაუმართავს

Goal: მესის მოლაპარაკებები არცერთ კლუბთან არ გაუმართავს

"ბარსელონას" 33 წლის კაპიტანს, ლიონელ მესის, ამ მომენტისთვის, კონტაქტი არცერთ კლუბთან არ ჰქონია, იტყობინება Goal.

ბოლო პერიოდში, სპორტულ მედიაში აქტიურად იწერება მესის მიმართ "პარი სენ-ჟერმენის" ინტერესის შესახებ.

გამოცემის მტკიცებით, არგენტინელი თვლის, რომ ახლა ამის დრო არ არის და იგი მხოლოდ გუნდის თამაშზეა კონცენტრირებული.

უცნობია, აქვს თუ არა მას საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული. ნებისმიერ შემთხვევაში, მას 1 იანვრიდან სხვა კლუბებთან მოლაპარაკების წარმოების თავისუფლება ექნება.

Goal, ასევე, წერს, რომ ლეოს არც პრეზიდენტობის კანდიდატებთან ჰქონია კონტაქტი. მისი მომავალი, კვლავ, გაურკვეველია.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 16 დეკემბერი 2020 21:41
    0
    ჟურნალისტებმა კი უკვე შეიყვანეს პსჟ და სიტის შემადგენლობაში.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 16 დეკემბერი 2020 14:24
    0
    ლეომ ყველაფერი იცის და ისე მოიქცევა როგორც საჭიროა, იმ ასაკში აღარ არის რომ რაღაც სისულელე გააკეთოს. მან ყველაფერი გააკეთა ბარსასთვის. 15 სეზონში 34 ტიტული, როდის ქონდა ბარსელონას მსგავსი სტატისტიკა ისტორიაში ვერც კი მოიგონებს კაცი. ამიტომ ყველაფრის უფლება აქვს წავა ვალმოხდილი, იმიტომ რო ხედავს გუნდის ტვირთად იქცა იმ უბრალო მიზეზით რო გააზარმაცა თანაგუნდელები, ყველა ელოდება სასწაულს: მიეცი პასი ლეოს და გახდები გოლის ასისტენტი, და აძლევენ 3-4 კაცით გარშემოტყმულს რა ენაღვლებათ ეს ხომ მესია, მოიფიქრებს რაღაცას. თვითონ კი როცა მესი 3-4 კაცში ცდილობს ვინმეს უპასოს გვერდით არავინ ჩანს, არავინ არ იხსნება: "ლეო შეძლებს" მორჩა ეგ ზღაპარი დაბერდა ჯადოქარი, ისწავლეს მეტოქეებმა როგორ უნდა გააჩერონ 3-4 კაცმა, მითუმეტეს როცა არავინ მხარს არ უბავს. და რაც მალე წავა მით უკეთესი ბარსასთვის. სრული უფლება აქვს თავის მომავალზე იფიქროს.
    გაურკვეველი ჩვენთვის და ჟურნალისტებისთვისაა, აბა რონალდუსავით ხო არ იკაშკაშებს ყოველდღე ახალ-ახალი ინტერვიუებით. ხან მისი ცოლის სურათებით და ძირითადად პლავკებში აუზში თუ იახტაზე... საქმე იქამდე მიდის რომ რონალდუმ ისიც კი დაწერა ჯორჯინასთან სექსს არაფერი არ ჯობიაო. აი პიარი. მესი რას მივა ახლოს ამასთან.
    პირველ იანვრამდე არა აქვს ვიმესთან მოლაპარაკების უფლება და არც აპირებს და არც აპიარებს იმისათვის რო უბრალოდ არ დაიკარგოს და ხალხს არ დაავიწყდეს, ამას ლეო არ გააკეთებს ეს რონალდუს სტილია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 15 დეკემბერი 2020 19:12
    0
    ლაპორტა მოვა და გაუხანგრძლივებს.ნეტა სამუდამო დაუდონ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    [?]
    #6 15 დეკემბერი 2020 18:22
    0
    Andria,
    მარა თუ პირიქით მოხდა შეილება მოედანზევე გაუფორმოს კოტრაქტი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 15 დეკემბერი 2020 17:54
    1
    არსად არ წავა მესი არა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #4 15 დეკემბერი 2020 16:56
    0
    რო მივაჩოხანებთ პსჟს დარწმუნდება რო არსად არუნდა წავიდეს
    BARCELONA FOREVER
    სტუმარი [?]
    #3 15 დეკემბერი 2020 16:20
    3
    არსად არ წავა მესი ლაპორტა მოვა და დაბრუნდება ძველი დიდება ამის იმედი მაქ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 15 დეკემბერი 2020 16:07
    1
    სიმართლე მგონია;
    რა უნდა ან სიტიში, ან პსჟ-ში ან ასეთებში?!
    ფანი [?]
    #1 15 დეკემბერი 2020 15:41
    1
    დარჩი ლეო <3