ბარსელონა-პსჟ - ურთიერთშეხვედრების საუკეთესო ბომბარდირები

ბარსელონა-პსჟ - ურთიერთშეხვედრების საუკეთესო ბომბარდირები

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირება "ბარსელონასა" და "პარი სენ-ჟერმენის" შეხვედრები იქნება. ამას არაერთი მიზეზი აქვს - გუნდების ბოლო თამაში (6-1), ნეიმარი, ჭორები მესის პსჟ-ში გადასვლაზე...

"ბარსელონასა" და პსჟ-ს ურთიერთშეხვედრების ისტორიას გადავხედეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ამ დაპირისპირებას გამოკვეთილი საუკეთესო ბომბარდირი ჰყავს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს არაა ლეო მესი. არგენტინელს პარიზულ გუნდთან ჩატარებულ 8 თამაშში 4 გოლი აქვს გატანილი. ბევრისთვის კარგი, მაგრამ მისთვის ცუდი შედეგია.

საუკეთესო კი ნეიმარია. ბრაზილიელმა, "ბარსელონასა" და პსჟ-ს დაპირისპირებაში მონაწილეობა 6-ჯერ მიიღო და 7 გოლი გაიტანა, შვიდივე მისი ამჟამინდელი გუნდის, "პარი სენ-ჟერმენის" კარში. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ნეიმარი პსჟ-ს ეთამაშა და ვერ გაუტანა, ცნობილი 0-4 წაგებაა.

"ბარსელონასა" და "პარი სენ-ჟერმენის" შეხვედრების ბომბარდირები:

  1. ნეიმარი - 7 გოლი
  2. ლიონელ მესი - 4 გოლი
  3. ლუის სუარესი - 4 გოლი
  4. ჟორჟ ვეა - 2 გოლი
  5. ბლეზ მატუიდი  - 2 გოლი
  6. ზლატან იბრაჰიმოვიჩი - 2 გოლი
  7. ანხელ დი მარია - 2 გოლი
  8. ედინსონ კავანი - 2 გოლი

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #8 15 დეკემბერი 2020 09:49
    1
    იმედია დაბრუნდება ფატი და აჩვენებს მბაპეს ვინ იქნება ახალი თაობის ლიდერი
    --------------------
    ꧁༺Øñ𝖊LᎥfe༻꧂

    ꧁༺Øñ𝖊Łøv𝖊༻.꧂

    ꧁༺ Øñ𝖊ŦͭEͤÅͣMͫ༻꧂ F C b a r c e l o n a
    Culé [?]
    #7 15 დეკემბერი 2020 00:13
    0
    Griezzy7,
    ფატი მგონი კი.პიკე არამგონია.ანსუ დიდი ძალა იქნება თუ დაბრუნდა❤❤

    მთავარია ნეიმარი დავკეტოთ თორე მბაპეს რაც გააქვს მაგის პასებით გააქვს.ნახ.დაცვა უნდა მოვუგოთ რო მბაპებდე ბურთი ვერ მიიტანონ.დაცვა კი ყოველთვის იყო პსჟ-ს პრობლემა და საერთოდ გავიხსენოთ რა გუნდზე ვსაუბრობთ რომელმაც იუნეიტედთან მიჯრით ორჯერ სახლში წააგო,ლაიპციგთან კინაღამ ორივე წააგო და ოლდ ტრაფორდზეც წითელი და მარსიალის მაზილაობა რო არა ან მოიგებდნენ და ან არა კიდე
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #6 14 დეკემბერი 2020 23:20
    0
    ალბათ თუ ითამაშა, გაზრდის მონაგარს
    საინტერესოა, აღნიშნავს გატანილ გოლს?!
    Culé [?]
    #5 14 დეკემბერი 2020 22:48
    0
    ბიჭებო ფატი და პიკე ასწრებენ გამოჯანმრთელებას?
    ფანი [?]
    #4 14 დეკემბერი 2020 22:44
    0
    ვნახოთ და რის მაქნისი ხართ პარიზელებო მესიმ უნდა იფრინოს ორივე შეხვედრაში :დ
    --------------------
    BARCELONA IS MY LIFE
    ახალბედა [?]
    #3 14 დეკემბერი 2020 21:45
    1
    სასტავ manutd.ge საიტზე ნახეთ ძაან მაგარი გათამაშებაა, ფულს იგებ.
    ახალბედა [?]
    #2 14 დეკემბერი 2020 21:45
    2
    ნეი თუ გამოჯანმრთელდა ძაან გაგვიჭირდება
    ფანი [?]
    #1 14 დეკემბერი 2020 21:35
    2
    ნეიიიი <3 ბოდიში მარა 1/8 იდან გემშვიდობებით