პაბლო საბალეტა: მესი "მანჩესტერ სიტიში" ფეხბურთით დატკბება

პაბლო საბალეტა: მესი "მანჩესტერ სიტიში" ფეხბურთით დატკბება

"ვესთ ჰემის" არგენტინელმა მარჯვენა მცველმა, პაბლო საბალეტამ თავის თანამემამულეზე, ლიონელ მესიზე ისაუბრა.

"უპირველეს ყოვლისა სამწუხაროა მესის ასეთ სიტუაციაში ხილვა. არასდროს მიფიქრია, რომ ის იქნებოდა ისეთ სიტუაციაში, როდესაც "ბარსელონასთან" კონტრაქტის ბოლო წელიწადი ეწურება. გუნდი კარგად ვერ თამაშობს და როგორც ჩანს, მას ასეთი ფეხბურთი არ მოსწონს. ლეო ბედნიერი არ არის, ასე რომ ვნახავთ, რა მოხდება სეზონის ბოლოს.

"მანჩესტერ სიტიში" მას, სერხიო აგუეროს სახით, ახლო მეგობარი ჰყავს და მას ადრე უმუშავია პეპ გვარდიოლასთან "ბარსელონაში", ასე რომ ისინი ერთმანეთს იცნობენ. ამ გუნდში კიდევ რამდენიმე ადამიანი იცნობს მესის.

თუ მესი "ბარსელონას" დატოვებას გადაწყვეტს და სხვა ქვეყანაში გადასვლას მოისურვებს, "მანჩესტერ სიტი" ერთ-ერთი ვარიანტი იქნება.

მე ვიცნობ ლეოს და ის ძალიან დიდი ხანია "ბარსელონაში" თამაშობს. მინდა, რომ ის "ბარსაში" დარჩეს. პეპმა ამის შესახებ უკვე ისაუბრა ადრე. მას უყვარს კლუბი და არ ვფიქრობ, რომ ის წავა. მაგრამ თუ ის გადაწყვეტს წასვლას, შესაძლოა, "სიტი" გახდეს მისთვის ადგილი, სადაც ის წასვლასა და ფეხბურთით სიამოვნების მიღებას შეძლებს. პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილების მიღება ყველა მოთამაშეს სურს."

- თქვა საბალეტამ Stadium Astro-სთან. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #6 14 დეკემბერი 2020 21:09
    0
    ბარსაში გვინდა , წადი რა საბალეტა.
    Culé [?]
    #5 14 დეკემბერი 2020 19:11
    0
    აბა აბა რა მაგარ ფეხბურთ თამაშობს სიტიი ჰაჰაჰაა ბარსაზე კოშმარია სიტიი და საშინელ ფეხბურთს თამაშობს
    BARCELONA FOREVER
    სტუმარი [?]
    #4 14 დეკემბერი 2020 18:46
    3
    გლადბახი არაა ნამდვილად ხელწამოსაკრავი სიტის ამბავი რო ვიცი შეილება გავარდეს გლადბახთან :დ
    ფანი [?]
    #3 14 დეკემბერი 2020 18:33
    1
    აუ გააგდებდეს გლადბახი და დაისვენებენ joy
    --------------------
    ꧁༺Øñ𝖊LᎥfe༻꧂

    ꧁༺Øñ𝖊Łøv𝖊༻.꧂

    ꧁༺ Øñ𝖊ŦͭEͤÅͣMͫ༻꧂ F C b a r c e l o n a
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 14 დეკემბერი 2020 18:30
    1
    Konrad de la Fuente,
    რა იღბალა გუნდია ეს სიტი.არ მახსოვს მერვედფინალის ჩათვლით მაგათ რთული მეტოქე შეხვედროდეთ.ნუ რეალი შეხვდათ მაგრამ იმ რეალს რო მოუგებდნენ ყველამ ვიცოდით.ჯგუფში კიდე ვინებთან თამაშობენ გავგიჟდი
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #1 14 დეკემბერი 2020 17:58
    2
    სიტი გლადბახს იხმარს მაგრად.