ჩიგრინსკი: "ახლა "ბარსასთან" შეხვედრა ნამდვილად არ მინდა"

ჩიგრინსკი: "ახლა "ბარსასთან" შეხვედრა ნამდვილად არ მინდა"

უკრაინული შახტარის ფეხბურთელმა, დიმიტრი ჩიგრინსკიმ ისაუბრა იმის შესახებ, თუ ვინ უნდა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში თავისი გუნდის მეტოქედ.

 

"ძალიან არ მინდა ახლა "ბარსელონასთან" შეხვედრა. ამ დროისათვის ეს გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა. აბსოლუტურად ყველა კლუბთან გვექნება იმედი 1/2 ფინალში გასვლის, თუმცა "ბლაუგრანასთან" ამის გაკეთება ძალიან ძნელია. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ "ლურჯ–ბროწეულისფერების" ფიზიოთერაპევტმა მომწერა წერილი, სადაც მილოცავდა ჩემპიონთა ლიგაზე წინსვლას. რა თქმა უნდა მეც გავუგზავნე წერილი, მოვუხადე მადლობა და მათაც მივულოცე შემდეგ ეტაპზე გასვლა."

 

"მაინც ვფიქრობ, რომ ნებისმიერი გუნდის გაჩერება ადრე თუ გვიან შესაძლებელია. თუკი მოხდება ასე და "შახტარს" მოუწევს "ბარსასთან" შერკინება, მაშინ ჩვენ მთელი ძალებით ვეცდებით მათ შეჩერებას. რაც შეეხება უშუალოდ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალებს: ჩემი აზრით შემდეგ ეტაპზე ვერ გავა "ბაიერნი" (მიუნხენელებმა გუშინ საკუთარ მოედანზე 2:3 დათმეს მატჩი "ინტერთან" და გავარდნენ კიდეც. ეს ინტერვიუ ჩაწერილ იქნა ამ შეხვედრის წინ. ავტ.). ასევე ფრანგული "ლიონი" გამარჯვებული დაბრუნდება საფრანგეთში და მადრიდის "რეალს" "სანტიაგო ბერნაბეუზე" დამწუხრებულს დატოვებს." –განაცხადა "ბარსას" ყოფილმა მცველმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.