კევინ-პრინს ბოატენგი: საოცარი იქნებოდა მესის "ნაპოლიში" გადასვლა
- 11-12-2020, 17:59
-
El Maestro
- 10

იტალიურ "მონცას" ნახევარმცველს, კევინ-პრინს ბოატენგს სურს, რომ ლიონელ მესი, დიეგო მარადონას ხსოვნის პატივსაცემად, "ნაპოლიში" გადავიდეს.
"მესი აპირებს, რომ "ბარსელონაში" კონტრაქტის ამოწურვამდე ითამაშოს. მაგრამ როგორი საოცარი იქნებოდა, თუ ის "ნაპოლის" პრეზიდენტს დაურეკავდა და ეტყოდა: "მე მოვალ. "ნაპოლი" 10 ნომრიან მაისურს აღარავის აძლევს, მაგრამ ვისურვებდი, რომ მარადონას "ათიანისთვის" პატივი მეცა და ნეაპოლში ერთი ან ორი წელი მეთამაშა, არც ფულზე და არც სხვა რამეზე ფიქრით. მხოლოდ გულით."
მესის ტრანსფერი ფილმს დაემსგავსებოდა. ლეოს წყეული ვერტმფრენით მოუწევდა ვარჯიშებზე ფრენა, ვინაიდან ხალხი მას ცოცხლად შეჭამდა, ისინი ძალიან ბედნიერები იქნებოდნენ.
"მარადონას პატივსაცემად მე მოვალ და "ნაპოლიში" ვითამაშებ." - როგორი იქნებოდა ეს ისტორია მთელი მსოფლიოსთვის, არა მხოლოდ ფეხბურთისთვის. ეს გზავნილი იქნებოდა, მსოფლიო სიუჟეტი.
უბრალოდ მესის ადგილზე ყოფნას ვისურვებდი. მინდა მესი ვიყო. მის ადგილას "ნაპოლის" პრეზიდენტს დავურეკავდი."
- ციტირებს ბოატენგს ESPN.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]