სამუელ უმტიტი კუმანის გეგმებში შედის | COPE

სამუელ უმტიტი კუმანის გეგმებში შედის | COPE

"ბარსელონას" ცენტრალური მცველი სამუელ უმტიტი, რომელიც ახლახანს გამოჯანრთელდა და თამაშის ნებართვა მიიღო, გუნდის მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის სამომავლო გეგმებში შედის.

27 წლის მოთამაშეს ტრავმა აწუხებდა, რის გამოც იგი დიდი ხანია მოედანზე არ გამოჩენილა. სამუელმა ბოლოს 27 ივნისს "სელტასთან" გამართულ შეხვედრაში ითამაშა.

Cadena COPE-ს ინფორმაციით, კუმანი უმტიტის დაბრუნებას ოპტიმისტურად უყურებს. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ფრანგ უკანახაზელს შეატყობინა, რომ დღეიდან მასზე იმედებს ამყარებს. გავრცელებული ცნობებით, ფეხბურთელი თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს.

იმავე წყაროს მტკიცებით, უმტიტის იმედი აქვს, რომ "იუვენტუსთან" დღევანდელ შეხვედრაში რამდენიმე წუთი ითამაშებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ახალბედა [?]
    #8 9 დეკემბერი 2020 02:25
    0
    კუმანს რო გავკარი ვინ შედის მის გეგმებში ჩლუნგი ლანგლე? თუ მძინარა ბუსკეთსი ფუუფ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 8 დეკემბერი 2020 23:17
    1
    გეგმები ერთია, მაგრამ ავადმყოფი მუხლი მეორე. ნეტა ვცდებოდე, მაგრამ მე ამის არ მჯერა. სანამ ფორმას აკრიფავს, ისევ ილეწება, ჩიფსივითაა ტიპი.
    Culé [?]
    #6 8 დეკემბერი 2020 23:05
    0
    ლენგლე რომ გყავს და კიდევ 2 ბავშვი, როგორ არ შევა გეგმებში?
    მინგესა-არაუხოზე არ ვარ ცუდი აზრის, ისეთი არაფერი დაუშავებიათ, მაგრამ პიკე-ლენღლეს წყვილი rage smiling_imp
    ის გაშვებული 8 გოლი არც არაუხოს კისერზეა და არც მინგესასი
    კადისთან კიდევ ალბა-ლენღლე სულაც არ ყოფილან უკეთესები, ძველი ამბები რომ არ ჩავიხვიო
    Culé [?]
    #5 8 დეკემბერი 2020 22:35
    1
    გეგმებში უნდა შეიყვანოს მაგრამ უმტომ არ უნდა გაუცრუოს. უმტომ რომ ძველი ფორმა აღიდგინოს ლენგლეს სკამიდან არ ააყენებს.
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    Culé [?]
    #4 8 დეკემბერი 2020 22:33
    1
    ეეჰ,ამან რო ძველი ფორმა დაიბრუნოს მაგრა გაასწორებს
    ფანი [?]
    #3 8 დეკემბერი 2020 22:31
    1
    რა გეგმები აქ ამ კუმანს ასეთი შედეგი ჯერ არაფერია. გეგმა და ტაქტიკა რო ქონდეს მეცხრეზე კი არ ვიქნებოდით
    გულშემატკივარი [?]
    #2 8 დეკემბერი 2020 22:20
    0
    ფორმაში მყოფი უმტიტი ჯობია ფორმაში მყოფ ლენგლეს,თუმცა არც ლენგლეა სუსტი,იმედია კარგ დუეტს ვიხილავთ დღეს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 8 დეკემბერი 2020 21:58
    1
    ჰაჰა, აქამდე არ შედიოდა და გაყიდვა და გარსიას მოთრევა უნდოდა, გეგმებშიც შედის და მოუწოწნის კიდევაც მთავარია ტრამვა არ ქონდეს