დი ნატალე: რონალდუმ და მესიმ ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს

დი ნატალე: რონალდუმ და მესიმ ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს

იტალიის ეროვნული ნაკრების ექს-მოთამაშემ, ანტონიო დი ნატალემ, კრიშტიანუ რონალდუზე, ზლატან იბრაჰიმოვიჩზე და ლიონელ მესიზე ისაუბრა. 

"ზლატანი დიდებული ჩემპიონი და "მილანის" ნამდვილი ლიდერია. ის ამტკიცებს, რომ ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა. 

38 წლის ასაკში თავს 28 წლის ფეხბურთელად ვგრძნობდი. რონალდუ და მესი სხვა განზომილების მოთამაშეები არიან, მათ ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს. იტალიაში რონალდუმ იგივე დონე აჩვენა, რაც "რეალში" და პრემიერლიგაში. როდესაც დაუღალავად ვარჯიშობ და შრომობ, შედეგიც სახეზეა. ვფიქრობ, კრიშტიანუ 40 წლის ასაკშიც ამდენივეს გაიტანს.",

- დი ნატალეს სიტყვებს Marca ციტირებს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 8 დეკემბერი 2020 22:59
    0
    ამათგან ასაკი ყველაზე მეტად მესის დაეტყო.