მირალემ პიანიჩი: კრიშტიანუ ათლეტია, მესი კი - უცხოპლანეტელი

მირალემ პიანიჩი: კრიშტიანუ ათლეტია, მესი კი - უცხოპლანეტელი

"ბარსელონას" ბოსნიელი ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი, კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შესახებ დასმულ კითხვას პასუხობს.

რაც დრო გავა, მით უფრო დავაფასებთ იმ ყველაფერს, რისი მიღწევაც ამ ორმა ფეხბურთელმა ოცი წლის განმავლობაში შეძლო.

კრიშტიანუ შესანიშნავი ადამიანი და ბრწყინვალე ფეხბურთელია. იგი არის ათლეტი, რომელიც თითოეულ დეტალს აქცევს ყურადღებას.

მესი კი უცხოპლანეტელია. აბსოლუტური ფენომენი, რომელსაც შეუძლია ბურთთან ერთად ყველაფერი გააკეთოს. ახლა, იგი ძალიან მოტივირებულია, ჩვენ მას წარმატებაში უნდა დავეხმაროთ.

- ბოსნიელის სიტყვებს Sport ციტირებს.

პიანიჩს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობა დღეს, თბილისის დროით 23:55 საათზე, მიეცემა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 8 დეკემბერი 2020 22:31
    0
    ნეტა იყოს მოტივირებული.
    გვარდიოლა-სავიოლა
    სტუმარი [?]
    #2 8 დეკემბერი 2020 12:57
    1
    კრ7 ბევრად პროფესიონალი და მიზანდასახულია
    გულშემატკივარი [?]
    #1 8 დეკემბერი 2020 12:36
    5
    აჰა ძმაო ამ კაცს ხო ორივე ყავს ნანახი და თქვა რო მესი ჯობია და რაღათ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი
    --------------------
    Always basca