გილერმო ამორი: ვიმედოვნებ, მესი კარიერას "ბარსელონაში" დაასრულებს

გილერმო ამორი: ვიმედოვნებ, მესი კარიერას "ბარსელონაში" დაასრულებს

"ბარსელონას" დირექტორი გილერმო ამორი იმედს გამოთქვამს, რომ კატალონიური გუნდის ლიდერი ლიონელ მესი კარიერას "ბლაუგრანაში" დაასრულებს.

არგენტინელ ვარსკვლავს მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალი წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა, კლუბში სჯერათ, რომ კაპიტანი ახალ შეკრულებას გააფორმებს.

მესიმ "ბარსელონას" ბევრი რამ მისცა, "ბარსელონამ" კი - მესის.

იმედი მაქვს, ის კარიერას აქ დაასრულებს.

ყველაფერი ლეოს ხელშია. მისი კონტრაქტის ვადა იწურება, მაგრამ ისევ ვფიქრობთ, რომ ის კვლავ "ბარსას" ფეხბურთელი იქნება.

- ამორის ამ სიტყვებს Marca ციტირებს.

ბოლო დროს გავრცელებული ცნობების თანახმად, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენი" ლეო მესის შეძენას შეეცდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 5 დეკემბერი 2020 16:46
    3
    უნდა დარჩეს ლეო.ლაპორტა გახდება პრეზიდენტი და გაახანგრძლივებს მესიც
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.