არ მითქვამს, რომ მესის გავყიდიდი - ტუსკეტსმა წინა განცხადება განმარტა
- 5-12-2020, 06:02
-
kraken
- 4

Radio Catalunya-სთან "ბარსელონას" დროებითმა პრეზიდენტმა, კარლეს ტუსკეტსმა, ლიონელ მესისთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება განმარტა, სადაც ის არგენტინელის ზაფხულში გაყიდვას სწორ ნაბიჯად მიიჩნევდა.
"არ მითქვამს, რომ მესის გავყიდიდი. უბრალოდ მისი ტრანსფერი კლუბისათვის ფინანსურად მომგებიანი იქნებოდა."
"თუ საჭირო გახდება, კუმანსაც მოვახსენებ, რომ ჩემი ნათქვამი არასწორად გააჟღერეს. მზად ვარ, მესის გარშემო არსებული ვითარების შესახებ გავესაუბრო და ყოველივე ზუსტად ავუხსნა."
"კლუბი მესის მიერ გამომუშავებულ თანხას კომპენსაციის სახით იღებს, მაგრამ "ბარსა" მხოლოდ ერთ ადამიანზე დამოკიდებული არ არის. "ბარსელონას" ბრენდი მსოფლიოს მასშტაბით კონკრეტულად ერთი პირის სახით არაა წარმოდგენილი."
"ამიერიდან დავრწმუნდი, რომ მედიასთან თავი ნაკლებად უნდა გამოვიჩინო."
რონალდ კუმანმა კარლეს ტუსკეტსის წინა განცხადებაზე თქვა, რომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მოსაზრებით თავად არ დაინტერესებულა და მესის "კამპ ნოუზე" დარჩენას მხარს სრულად უჭერს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]